რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

რატომ უგებს „ოცნება" არჩევნებს „გონიერების" ქვეყანას?

10.07.2021 | 10:50 ნახვები: 1258

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ძალიან დამაფიქრებელი შედეგებით დასრულდა. 2 ოქტომბერს ჩვენ არც თუ ისე შორეული 2024 წლის კონტურები დავინახეთ..
ის, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გველის. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება იყოს - „ქართულ ოცნება" არჩევნებს აგებს, მაგრამ... საბოლოო ჯამში იგებს.
ეს პარალელურ განზომილებებში ორი განსხვავებული რეალობის შესახებ მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი არ გეგონოთ - ეს სუფთა მათემატიკაა.
ერთი შეხედვით, ქოცებმა 2 ოქტომბერს დამარცხების ზღვარზე გაიარეს, და თუ გადარჩებიან, ტრადიციულად, მაჟორიტარების ხარჯზე, როგორც ყოველთვის. წესით, 2024 წელს მათი საქმეები ძალიან ცუდად უნდა წარიმართოს - ქოცები მაჟორიტარული მაშველი რგოლის გარეშე დარჩებიან და მათი პარტიული შედეგი დღევანდელზე უარესი თუ არა, უკეთესი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება.
9-წლიანი მმართველობის დროს „ქართულმა ოცნებამ" თვისი არაქმედითუნარიანობა უკვე საკმარისზე მეტად დაამტკიცა. ის ქაოსი რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, ქოცებისთვის არა სისტემური შეცდომაა, არამედ თავად სისტემა - ისინი ასე ხედავენ ქვეყნის მართვას და ძალაუფლების მე-10 წელს ვერ შეიცვლებიან.
შესაბამისად, მათი რეიტინგი თუ არ დაეცემა, არც გაიზრდება.
მანიპულაციას და გაყალბებას თუნდაც ნახევრად დემოკრატიული ქვეყნის პირობებში თავისი ბუნებრივი ზღვარი აქვს, ხოლო ლუკაშენკოს გზით ვერ წავა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბიზნეს-აქტივების დიდი ნაწილი დასავლეთში აქვს.
„ქართული ოცნება" ისედაც სანქციების ზღვარზეა და თუ ჯერ-ჯერობით ის ახერხებს მათი თავიდან არიდებას, ეს იმიტომ, წითელ ხაზს არ კვეთავს - წითელი ხაზი კი ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევა, ოპოზიციის განადგურება და არასასურველი მას-მედიას დახურვაა.
ამ წითელი ხაზის გადაკვეთას მას არ აპატიებს ცივილიზებული სამყარო, რომელსაც ბიძინას, თავისი მილიარდებით ერთი თითის განძრევით ჭიასავით გასრესა შეუძლია.
ასე რომ, სავარაუდოდ, 2024 წელს „ქართული ოცნების" შედეგი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც დღეს - 45-47% მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს - წაგებაა. მაგრამ „ქართული ოცნება" წაგებული არჩევნებიდან მოგებული გამოვა. ის მიიღებს 45%-ს, ოპოზიცია 53%, მაგრამ ოპოზიცია წააგებს, ქოცები კი მოიგებენ.
არავითარი მისტიკა ამაში არაა - მხოლოდ ციფრები. მუნიციპალურ არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბში 3%-ანი ბარიერი მხოლოდ 3-მა პარტიამ გადალახა - „ოცნებამ", ნაცმოძრაობამ და სეზონის მთავარმა აღმოჩენამ, ფაქტობრივად მესამე ძალად ჩამოყალიბებულმა გახარიას პარტიამ. ყველა დანარჩენმა ათობით ოპოზიციურმა პარტიამ 3%-ანი ბარიერი კი არა, დიდმა უმრავლესობამ 2%-ანიც კი ვერ გადალახა.
„ქართული ოცნების" მომავალი გამარჯვების საიდუმლო სწორედ აქაა - საქართველოში უკუღმართად გაგებული „მრავალპარტიულობა", რომელიც რეალურად ქვეყანას ანგრევს.
მუნიციპალური არჩევნების შედეგების მთავარი გაკვეთილი ზუსტად ესაა - „შუა უნდა გაიკრიფოს" - ეს მხოლოდ ბიძინას ლოზუნგი კი არა, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული და ცივილიზებული ქვეყნების პოლიტიკური სისტემების ნიშანია. ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში „შუა" 100 წლის წინ „აიკრიფა" და ქვეყნებს როგორც წესი 2 მსხვილი პარტიამ მართავს.
ქართული ნარატივი „რაც მეტი პარტია იქნება მით უკეთესი", და „პარლამენტში მრავალი პოლუსი უნდა იყოს" ამ ქვეყანას არანაკლებად ანგრევს, ვიდრე ბიძინას ხუშტურები.
რომ არა ეს ყალბი და უსარგებლო მრავალპარტიულობა, „ქართული ოცნება" დიდი ხანი უკვე პენსიაზე გაშვებული იქნებოდა.
30 წელია ქვეყანა ერთ წრეზე ტრიალებს. 30 წელია იქმნება, გაუგებარია რა მიზნით და რისი იმედით, ჯუჯა-პარტიები, რომლებიც იღებენ 1-2%, ბარიერს მიღმა რჩებიან და საბოლოო ჯამში ოპოზიციური ხმები იფანტება.
გამოცდილება უკვე დაგროვდა, წესით, ყველა უნდა მიმხვდარიყო აქამდე, რომ პატარა პარტიებს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ და საბოლოო ჯამში, მათი ეგოიზმის და ამომრჩევლის უტვინობის გამო ყველა ერთად ვიძირებით.
ცალკე თემაა ამომრჩეველი, რომელიც სრულიად გაურკვეველი მიზეზით აძლევს ხმას ამ პარტიებს, რითაც ხელისუფლებას გამარჯვების გარანტიას აძლევს.
„ქართული ოცნება" 47%, ნაცმოძრაობა 30%, გახარისტები - 8%. დაითვალეთ უმარტივესი მათემატიკაა - ხმების 15% დაიკარგა, და ეს ხმები - სწორედ ოპოზიციურია. საბოლოოდ ეს 15% განაწილდება 3 პარტიას შორის, და ყველაზე მეტს მიიღებს პირველ ადგილზე გასული.
2024 წელს სწორედ ეს არის „ქართულო ოცნების" გამარჯვების სქემა. ეს გამარჯვება არც დამანგრეველი იქნება და არც „დამაჯერებელი", როგორც უყვართ თქმა მსხვილფეხა ქოც-უფროსობას. ეს წვალებით მიღებული, მინიმალური, ძალიან არასტაბილური და მყიფე, მაგრამ მაინც გამარჯვება იქნება.
მრავალპარტიულობა" სადაც აქცენტი „მრავალ"-ზეა, და არა „პარტიულობა"-ზე კიდევ ერთხელ დაღუპავს ქვეყანას.
ყველაზე საშინელი კი ის იქნება, რომ „ქართული ოცნების" ეს გამარჯვება სრულიად კანონიერი და ლეგიტიმური იქნება. ისინი კანონის არც ერთ პუნქტს, მეტიც, არც ერთ მორალურ ნორმასაც კი არ დაარღვევს - ეს ხომ პოლიტიკაა, პოლიტიკაში კი მოწინააღმდეგის სისუსტის გამოყენება - მიღებული ნორმაა.
„არჩევნების შედეგების დარღვევაა" - როდესაც საბოლო შედეგი ამომრჩეველთა სურვილს არ ემთხვევა. აქ კი - არაფერი მსგავსი არ იქნება - რაო, მიეცით ხმა ლუდის მოყვარულთა პარტიას, ლიბერალ-კონსერვატიულ პარტიას, სპორტსმენთა კავშირს, მონადირეთა ასოციაციას, და სექსუალური უმრავლესობით უფლებების დაცვის ლიგას? აგერ ბატონები, მიიღეთ, ხელი მოაწერეთ, და ჩაიბარეთ.
იმისთვის, რომ 2024 წელს „ქართულო ოცნება" ბოლოს და ბოლოს მოსცილდეს ქვეყანას, აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან ერთი მარტივი დასკვნის გაკეთება - ჭარბი მრავალპარტიულობა ისევე ცუდია, როგორ ერთპარტიულობა, ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვა კუთხიდან..
აქედან - მარტივი დასკვნა - თუ დაიდო დღევანდელი შედეგები, ანუ ამომრჩევლის ხმა 15 ოპოზიციურ 1-2%-ან პარტიას შორის განაწილდა - ოცნება იგებს წაგებულ არჩევნებს.
ლოზუნგი - "ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, ოღონდ ოცნებას არა" - უკვე არააქტუალური, და წაგების მომტანია.
არავითარი "ნებისმიერი სხვა პარტია" - დაივიწყეთ გირჩი-1, გირჩი-2, ლელო, დროა, უდროოა, მესამე ძალა, მეშვიდე ფეხი, ევროდემოკრატები, თუ რა ვიცი კიდე ვინ. არჩევანი 2024 წელს მარტივი იქნება - ან ქართული ოცნება - ამ ნაცმოძრაობა, პლუს სადღაც შუაში გახარისტები.
მოგწონთ - არ მოგწონთ - სხვა შანსი არაა - 3%-იანი ბარიერის პირობებში ნებისმიერი სხვა არჩევანი ქოცების გამარჯვებას ნიშნავს.
ჭეშმარიტება იმაშია, რომ ზვიგენს მხოლოდ მეორე ზვიგენო მოერევა. ზვიგენს ვერ შეჭამს 30 კალმახი. ლოზუნგი „არ გვინდა ზვიგენი, გვირჩევნია 30 კალმახი" - საუკეთესო საჩუქარია იმ ზვიგენისთვის, რომელიც 9 წელი ბატონობს.
იფიქრე, ერო. 3 წელი გაქვს ჯერ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა