ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

10.02.2021 | 17:09 ნახვები: 492

CNews-თვის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ექსკლუზიური დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, რომ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა.

ამასთან, წყარო ტრაილერის მძღოლის ვინაობასაც ამხელს და ამბობს, რომ ის ელგუჯა ცომაიაა, რომელიც სოხუმშია დაბადებული და აბაშაში ცხოვრობს.

„სახლიც, სადაც მიშა დააკავეს, ელგუჯას ეკუთვნის", - გვიყვება წყარო.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფრომაციითვე, ელგუჯა კარგა ხანია, ტრაილერის მძღოლია და საქართველოდან უკრაინაში მწვანილს ეზიდება.

„მიშა საქართველოში სწორედ ელგუჯას ტრაილერით შემოვიდა და მთელი გზა მანქანის სავინტილაციო კაბინაში იჯდა. ტრაილერი ფოთში შემოვიდა, სადაც ელგუჯამ მანქანა გამოიცვალა და კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით სააკაშვილი ბათუმში წაიყვანა. ვიდეოები, რომლებიც მიშამ გამოაქვეყნა, სწორედ წინა საღამოს, ბათუმშია გადაღებული, თუმცა ჩემი ინფორამციით, სოციალურე ქსელში ეს ვიდეოები თბილისიდან ატვირთა," - ყვება წყარო.

ამასთან, წყარო ამბობს, რომ ელგუჯა ცომაიას უკრაინელ სამართალდამცავებთან პრობლემები ადრეც ჰქონდა.

შეგახსენებთ: დღეს, შსს-მ იმ ბინის პატრონი დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, თუმცა ძალოვანებს დაკავებულის ვინაობა არ გაუხმაურებიათ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა