ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის მსჯავრი ჩადენილი დანაშაულებისთვის დამსახურებულია

06.03.2023 | 19:30 ნახვები: 253

„ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული დაჯგუფებების მხრიდან, აქტივობებს, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, მაგალითად, აქციების გამართვას თუ მაისურით სიარულს, რომელზეც აღბეჭდილია ლოზუნგი, ორი ფუნქცია აქვს: ერთი არის ის, რომ ამ დაჯგუფებებმა ერთმანეთთან მიმართებით უპირატესობა მოიპოვონ და შესაბამისად, თავიანთ ელექტორატში გაზარდონ საკუთარი პოპულარობა იმ თვალსაზრისით, თუ ვინ უფრო მეტად აქტიურია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაში, – ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  გამართული აქტივობები, შესაძლოა,  ვითარების გამწვავების მორიგ მცდელობასაც უკავშირდებოდეს.

სარჯველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა  ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაშუქების კამპანიის ხარჯებზე და აღნიშნა, რომ გაწეული დანახარჯის გამართლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს მყოფი პოლიტიკური აქტორები მსგავსი სახის აქტივობებით ცდილობენ.

„შეიძლება  ამაში იყოს ჩანაფიქრი, რომ მათი მხრიდან ეს არის გამწვავების მორიგი მცდელობა, რადგან რეალურად თემა არ აქვთ, რომელზეც შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა შექმნან. რაც ყველაზე მთავარია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს დანახარჯები, რაც სააკაშვილის პატიმრობის გაშუქებას უკავშირდებოდა, უნდა აიხსნას რაღაცნაირად, რადგან ბევრ მათგანს, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარეს პოლიტიკაში მონაწილეობს, პასუხისმგებლობაც აქვთ. აქა-იქ გაიჟღერებს ხოლმე, ვინც ურჩია სააკაშვილს ჩამოსვლა, ვინც გარკვეულ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ დამოკლეს მახვილივით თავზე ადგათ ეს პასუხისმგებლობა ერთმანეთს შორის ურთიერთობაში, შესაბამისად, არის საკუთარი „ბრალის“ ხელისუფლებაზე გადაბრალების მცდელობები.  ყველასთვის გასაგებია, ვისაც საკითხში ოდნავ ჩახედვა, მიუკერძოებლად ფაქტების ანალიზის უნარი გააჩნია, რომ, საქმე გვაქვს მარტივ შემთხვევასთან, როდესაც არის დამსახურებული მსჯავრი, ჩადენილი დანაშუალებისთვის, რომლისთვისაც დიახ, სწორია, რომ  ეს ადამიანი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდეს. ასეთ ფონზე, ყველა სხვა მცდელობა არის ფაქტების მანიპულაცია და არასწორი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფრანს 24“-თან გაკეთებული განცხადების შესახებ, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილს უნდა მოუაროს, „არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები“.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, პრეზიდენტი თავდაპირველად მკაფიოდ გაცხადებული პოზიციის ცვლილების სხვადახვა ვარიანტს ეძებდეს. თუმცა, მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის თავდაპირველი პოზიციის მართებულობა სააკაშვილის მსჯავრთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

„ახლა გარკვეული სურვილი იკითხება, თითქოს საკითხი სხვაგვარად იყოს და ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ უწევდეს პრეზიდენტს, ასეთი განწყობა დავინახე. ვფიქრობ, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად სწორი იყო თავდაპირველად,  არაფერი შეცვლილა, პირიქით გამყარდა შეიძლება ითქვას პრეზიდენტის პოზიციის მარ თავდაპირველი პოზიციის მართებულობა. ჩვენ ვადევნებდით თვალს სტრასბურგის გადაწყვეტილებას და მანამდე ატეხილ აჟიოტაჟს. ეს ყველაფერი კარგი დადასტურებაა იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ თავდაპირველად არჩეული ბზარის არმქონე პოზიცია, იყო ერთმნიშვნელოვნად მართებული. ხელოვნურად შექმნილი ჩიხი, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი, ცდილობს რომ წარმოაჩინოს, რეალურად, არ არსებობს და არც არის აუცილებლობა რომ არარსებული ჩიხიდან გამოსავლის საძიებლად ალტერნატიულ ფორმებზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა