ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის „ყინვა და პატარა მოწაფე“ პრემიერა გაიმართება

06.03.2023 | 11:37 ნახვები: 962

4 ივნისს, ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ყინვა და პატარა მოწაფე“ პრემიერა კინოთეატრ ამირანში გაიმართება.

გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ყინვა და პატარა მოწაფე“, კომპანია „ვაგონეტი ფილმი“-ს ახალი ნაწარმოებია.

როგორც რეჟისორი, „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას განმარტავს, ფილმის იდეა ქართველი მწერლის ნიკო ლომოურის ლექსიდან დაიბადა.

„ფილმის შექმნის იდეა ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსიდან დაიბადა. „ყინვა და პატარა მოწაფე“ ის ნაწარმოებია, რომელიც მხატვრული ფორმით მიზნის მისაღწევად გულწრფელ და დაუღალავ ბრძოლაზე ესაუბრება ახალ თაობას“, -განაცხადა „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას რეჟისორმა.

მისივე თქმით, ფილმში რეჟისორის მიერ აღმოჩენილი ალექსი გობაძე და მანანა ბეცეცაშვილი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ.

„ფილმში მონაწილეობენ, ალექსი გობაძე, მანანა ბეცეცაშვილი, ელდინო საღარაძე, ქიშვარდ მანელიშვილი და ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე“-განაცხადა რეჟისორმა.

ფილმის სანახავად მისული მაყურებელს, კინო „ამირანის“ საგამოფენო სივრცეში მხატვარ ნინო ჩანკვეტაძის ნამუშევრების გამოფენის დათვალიერებაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, გიორგი ოვაშვილი არის ისეთი გახმაურებული ფილმების ავტორი, როგორებიცაა - გაღმა ნაპირი, სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძე (2009), სიმინდის კუნძული (2014). ასევე - ძალიან პატარა ამბავი (1993), ვაგონეტი (1996), მდინარე (2003), ზღვის დონიდან... (2004), მზერის დონეზე (2004), კავშირი (2005).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა