რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

თეა წულუკიანი - ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, ქართველი ერი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება

06.02.2023 | 17:02 ნახვები: 291

ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრიც ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღიდან ეს პოზიცია არის ურყევი, რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია და არც ვუშვებთ სხვა ალტერნატივას, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით. ამ პოლიტიკაში ეწერება მათ სორის ის სამართლებრივი დავები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენმა სახელმწიფომ აწარმოა სტრასბურგში, ჰააგაში და პირველად საერთაშორისო სამართლებრივ გზაზე განაჩენების სახით ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები. ამ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩნდება სამართლებრივი ბრძოლაც დეოკუპაციისთვის. შესაბამისად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს, დეოკუპაცია კი ნამდვილად უნდა მოხდეს და მოხდება. საკუთარი ტერიტორიების არც ოკუპაციას, მით უმეტეს, ანექსიას და დაკარგვას ქართველი ერი არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა