თამარ კორძაია შს მინისტრს - რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ?
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან
სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს
სუს-ი - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის ამ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა
20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს

პროკურატურამ იარაღის გამოყენებითა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

06.01.2023 | 17:17 ნახვები: 263

საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებითა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა.

28 მაისს, გვიან ღამით ბანაკის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომელმაც სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობითა და იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა