ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ვარლამ გოლეთიანი აქციების მოწყობაში ხელფასს იღებს- სუს-ის კრებსები

09.24.2021 | 17:08 ნახვები: 3512

„მედია მზად არის ვარლამის ვნებების დაკმაყოფილებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით „მამალი ბოზები" დგანან რიგში?", - ამის შესახებ „ფეისბუქის" გვერდზე ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს.

ანალიტიკოსი „ენკას" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას და „ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ვარლამ გოლეთიანის „ვნებების დაკმაყოფილება" ეხმიანება.

„ენკას" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული უკანონო ნებართვების გაუქმებას, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა „ენკას" მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, ანუ ვარლამი უსამსახუროდ დარჩა და ახალი საქმე გაიჩინა, ჰო? უფრო „პატრიოტული", დავიბრუნოთ აფხაზეთი, და ცხინვალი, ტაო-კლარჯეთს არ იბრუნებს? აი, განჯა? აჰა, არა, ჰო? აქ არის მაგარი...

თეა გოდოლაძე ისევ აწვება ფულის გათეთრებას, ნინო ჩხობაძე 30-მეტრიან სიზმარს? „კავკასიური სახლის" თანამშრომელი სოფიო სოხაძე ისევ ცდილობს რუსეთიდან დოკუმენტების ჩამოტანას, სადაც წერია, რომ საქართველოში ჰესები არ უნდა აშენდეს?

და კიდევ, რა გვარია ის მეუფე - მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილი. ამჯერად რა დირექტივებს აძლევს ვარლამის მამას და თავად ვარლამს?

მედია მზად არის, ვარლამის ვნებების დაკმაყოფილებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით „მამალი ბოზები" დგანან რიგში?

სუს-ის კრებსებიდან: "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის" ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბარში, მისი მეგობარი ბესარიონ წულაია დაინტერესდა, ხომ არ დაესწრონ მ/წლის 7 თებერვალს "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას. აღნიშნულზე დ.ლორთქიფანიძემ განაცხადა უარი და განმარტა, რომ აქციაზე წასვლა არ მიაჩნია სწორედ, რადგან წარსულში თავად იყო ჩასული სოფელ ნამოხვანში და სოფელ ჟონეთში, სადაც გაარკვია, რომ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორია გაყიდულია ხსენებული სოფლის მოსახლეობის მიერ. დ.ლორთქიფანიძის განმარტებით, დაგეგმილი საპროტესტო აქცია არის მართული პროცესი, რადგან აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი და კარავში მცხოვრები პირები აქციების მოწყობაში იღებენ ხელფასს."

აქ როგორ არის, ისევ ის გვჯერა, რაც გვსურს და რაც არ გვსურს - არა, ხომ?", - წერს მირცხულავა სოციალურ ქსელში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა