ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

მივესალმები პუტინის გადაწყვეტილებას - ბოლო ლურსმანს პრორუსების კუბოში

05.15.2023 | 14:41 ნახვები: 3150

ემოციები ცოტა ხნით განზე რომ გადავდოთ, და საქართველოში შექმნილ ვითარებას ოდნავ გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით შევხედოთ - იქნებ კარგიც იყოს, რომ პუტინმა გააუქმა ვიზები და აღადგინა საჰაერო მიმოსვლა?

არა იმ კუთხით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა თავისი უპრინციპობა და გამყიდველობა - ახალი ამაში არაფერია. ვინ გვყავს ხელისუფლებაში - ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. ვისაც ამის გასაგებად 10 წელი არ ეყო - ვერც გაიგებს, იმიტომ, რომ არ აწყობს.

მედასავლეთე ქოცებიც კი - საჯარო სტრუქტურების თანამშრომლები და ქალაქის საშუალო ფენა, ცდილობენ არ შეამჩნიონ, რომ მათი სათაყვანებელი პარტია ყველანაირ ევროპულ ზღვარს გასცდა და მიდის გაუგებარი მიმართულებით. ეს ის კატეგორია, რომელიც წააგავს კახური ანეკდოტის პერსონაჟს - ქალმა შეუსწრო ქმარს ღალატის დროს, ქმარი კი ეუბნება - ჰე, ქალო, მოიფიქრე რამე, თორემ დაინგრა ოჯახი.

მედასავლეთე ქოცი შეიძლება აღშფოთდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - როდესაც ანტიდასავლური მიზნები აშკარა და ცხადი იქნება, როდესაც ამის შესახებ თავად ქოც-უფროსობა გამოაცხადებს, როგორც ეს იყო უცხოური აგენტების კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს. პირდაპირ თუ არ ჩააფურთხეს სახეში - არაფერს არ იმჩნევენ.

გასაგებიცაა რატომ - ევროინტეგრაციას და ხელფასს შორის იმარჯვეს ხელფასი. ამიტომაც, პუტინის საჩუქარსაც ჩაყლაპავენ და კვლაც „დაიჯერებენ“, რომ ოცნებას ქვეყანა ევროპაში მიჰყავს.

კარგი კი არის სულ სხვა თვალსაზრისით - როგორც მრავალწლიანი სპეკულაციების დასასრული. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და დაერქვას თავისი სახელი.

ათწლეულების მანძილზე რუსეთუმეები საქართველოში წარმოაჩენენ რუსეთთან კარგ ურთიერთობებს, როგორც ქვეყნის ხსნის ერთად-ერთ საშუალებას: რომ რუსეთი გახსნის თავის ბაზარს ჩვენი საქონლისთვის და ჩვენ ავშენდებით; რომ რუსეთი გახსნის საზღვრებს და ქართველებს მიეცემით ზღაპრულად გამდიდრების შესაძლებლობა;  რომ გაიხსნება თუ არა საავიაციო მიმოსვლა, ათობით ათასი ქართველი პირველივე დღეს დადგება ბილეთების რიგში; რომ რუსეთში ადვილია დიდ ფულის შოვნა მინიმალური ძალისხმევით და დანახარჯებით.

ეს ძალიან წააგავს საუბრებს ქრისტეს მეორედ მოსვლაზე 2000 წელს - გვახსოვს ალბათ რამდენს ლაპარაკობდნენ ამაზე 70-80-ან წლებში, როდესაც 2000 წელი ძალიან შორეული პერსპექტივა ჩანდა. რამდენი სპეკულაცია იყო ამ თემაზე, რამდენს გვაშინებდნენ იმით, რომ 2000 წელს წარღვნა იქნება და ყველა ურწმუნო საკადრის პასუხს მიიღებს. მაგრამ 1999 წელს ის რიტორიკა შეწყდა - 2000 წელი უკვე ახლოს იყო და სპეკულაციამ აზრი დაკარგა - შემოწმების შესაძლებლობა ძალიან მალე გაჩნდებოდა.

იგივეა რუსეთთან უვიზო რეჟიმი და საავიაციო მიმოსვლა - ერთია, რომ ზღაპრულ პერსპექტივებზე ადამიანებს აბოლებენ მაშინ, როდესაც შეზღუდვების მოხსნის ალბათობა ძალიან ბუნდოვანია და სულ სხვაა მაშინ, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით.

აჰა, ბატონებო და ამხანაგებო. ხომ გვპირდებოდით სამოთხეს? აგერ, დაგვანახეთ, რისი მაქნისები ხართ და რას მივიღებთ თქვენი სანუკვარი უვიზო რეჟიმისგან.

კარგია, რომ პუტინმა მიიღო ეს გადაწყვეტილება - ის თავად მოუღებს ბოლოს პრორუსულ სპეკულაციებს საქართველოში. ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ არანაირი განსაკუთრებული შესაძლებლობები ქართველებს არ გაუჩნდებათ - ღვინო ვერ წავა ექსპორტზე იმაზე მეტი, ვიდრე დღეს მიდის, იმიტომ, რომ მეღვინეებს ვიზების პრობლემა აქამდეც არ ჰქონდათ.

აღმოჩნდება, რომ ქართველი გლეხების იმედებიც ფუჭი იქნება- ისინი ვერ ჩატვირთავენ ვაშლს „ბუდკა-მასკვიჩში“ და ვერ გაყიდიან მას მოსკოვის ბაზრებში. მათ მოუწევთ იმის გააზრება, რომ რუსეთში ვაჭრობა უკვე კარგა ხანია ასე არ მუშაობს. ეს საქართველოში შეიძლება იყიდო ერთ ადგილას 10 კილო ვაშლი და გაყიდო მეტროს სადგურთან.

ამ მხრივ, რუსეთმა, ვაჭრობის კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუსწრო და იქ ბუდკა მასკვიჩით საქონელი ქალაქებში არავის ჩააქვს. ექსპორტი კვლავაც მსხვილი შემსყიდველების ხელში დარჩება.

ასევე მოუწევთ იმის გაიზრდება, რომ რუსეთში დასაქმება ბევრად უფრო ნაკლებად მომგებიანია ვიდრე ევროპაში - შედარებით დაბალი ხელფასის, და უკიდურესად არაადამიანური მოპყრობის გამო. ქართველებს არავინ არ ელოდება რუსეთში - ფულიც ჩვენზე მეტი იშოვეს და რუსმა „ნატაშებმაც“ ცივილიზებული ცხოვრების გემო გაიგეს. გონებაჩლუნგი, ღიპიანი და სუნიანი გრუზინი მათ არაფერში არ აინტერესებთ.

ასევე ერთხელ და სამუდამოდ გრუზინებმა უნდა შეიგნონ - მათნაირი სულგაყიდული და ჩმორი ყველა არაა. რუსს - თავისი პრინციპები აქვს და ის მათ არასდროს ღალატობს. იმპერიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ისაა, რომ მოკავშირეებით არ ვაჭრობენ.

რამდენიც არ უნდა აჩუქოს პუტინმა გრუზინცებს უვიზო თვითმფრინავები, ის არასდროს იტყვის უარს აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის იმპერიაა, იმპერია კი არ აზროვნებს მხოლოდ „მომგებიანი - წამგებიანი“-ს კატეგორიით.

ქოცი, დაბადებიდან ხარბი, უპრინციპო, და გამყიდველი, ამას თავისით ვერასოდეს გაიგებს. მაგრამ ცხოვრება თავად გააგებინებს. ამიტომაც - მივესალმები პუტინის ამ გადაწყვეტილებას.

ის იქნება პრორუსების კუბოში ბოლო ლურსმანი, სულ მალე.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა