ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ

09.18.2021 | 14:41 ნახვები: 216

„მაქვს საგამოძიებო ორგანოსთან კითხვა - რას იძიებენ? ვინ ჩაწერა, ვინ მოგვისმინა ფარულად, ვინ ახორციელებდა ჩვენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს, თუ მე საიდან გავიგე, რომ ჩემზეც იყო საუბარი ამ კრებსში?!" - განაცხადა დღეს, 18 სექტემბერს, „ტვ პირველის" ჟურნალისტმა და გადაცემა „რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

„იმათ რა კითხვები ექნება, არ ვიცი, მე მაქვს საგამოძიებო ორგანოსთან კითხვა - რას იძიებენ? ვინ ჩაწერა, ვინ მოგვისმინა ფარულად, ვინ ახორციელებდა ჩვენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს, თუ მე საიდან გავიგე, რომ ჩემზეც იყო საუბარი ამ კრებსში?! შაბათს, დასვენების დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ მივხვდე, ჩემგან ის აინტერესებთ, ანა ახალაიამ როგორ ჩამიგდო სქრინები, თუ ვინ განახორციელა ეს ფარული მიყურადება?! მოვედი, გავიგო რას იძიებენ?!- განაცხადა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ: 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორაცია გავრცელდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა