რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“

09.18.2021 | 14:40 ნახვები: 342

„ადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის თვალების დათხრა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ხელწერაა.

„იყო უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი, მინიმუმ, ხარვეზი იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეცდანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს იყო დაშვებული უამრავი ხარვეზი. რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ა. შ. ამაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახორციელებდა შტურმს.",- აცხადებს კობახიძე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა