„ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით", - განაცხადა „ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მისი ოჯახის წინააღმდეგ მუდამ სიძულვილის ენით საუბრობენ.
„ქართული ოცნება" და კახა კალაძე დგანან მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას ოპონენტის წინააღმდეგ ან ვინმეს წინააღმდეგ, ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით და თქვენ ერთხელ არ გამოსულხართ - ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები, რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?! აი, ეს არის რეალობა", - აცხადებს კახა კალაძე.