რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

09.17.2021 | 13:01 ნახვები: 238

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიამ თავად შეიტანა განაცხადი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, პარლამენტმა განაცხადი რომ არ დააკმაყოფილოს, მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა.

„როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს და უარი მიიღეს, ეს იყო კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მიმაჩნია, რომ ჩვენი მიმართვის დროს სადეპუტატო უფლებები დაირღვა. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ნიკა მელიას სურვილი თუა, რაც განცხადებაში ასახა, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში განსხვავებულ საქმესთან გვაქვს საქმე. ნიკა მელიამ თავად შეიტანა განაცხადი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, პარლამენტმა ეს განაცხადი რომ არ დააკმაყოფილოს, მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. ის, რომ სასამართლოს პოტენციური გამოყენება მოხდეს ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ, ეს ვიცით, რადგან ეს ის რეალობაა, რაშიც გვიწევს ყოფნა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა