ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

„ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ“ - ხატია დეკანოიძე „ოცნებაზე“

09.16.2021 | 13:07 ნახვები: 240

„ეს აგრესია და პოლიტიკურ აფექტში ჩავარდნა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ", - განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს, ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ „მთავარი არხის" ოპერატორის დაშავების კომენტირებისას.

მისივე თქმით, გუშინდელი ძალადობრივი ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალადობრივ ქმედებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს, ვინც ნამდვილად ამ ფრონტის წინა ხაზზეა და „ქართული ოცნების" უსასტიკეს დამოკიდებულებას ებრძვის. ადამიანი, ჟურნალისტი, ოპერატორი პირდაპირ გადააგდეს მეორე სართულიდან და შემდეგ უტიფრად ამბობდნენ და მდინარაძე იმეორებდა, რომ არა, თვითონ გადავარდაო, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ ჯაჯგურს ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორ ექცევიან მედიას და ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ზოგადად, როგორია ხელისუფლების განწყობა, რომ ყველანაირი ხერხით სურს ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის სუს-ის აგენტებზე კითხვები არ მოსწონთ. ახლა იგივე „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებად გვთავაზობენ და გვაჩეჩებენ სუს-ის და კუდის ყოფილ აგენტებს. ამიტომ, ეს აგრესია და პოლიტიკურ აფექტში ჩავარდნა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა