ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

სუს-ის საიდუმლო კრებსები - პროკურატურა ჟურნალისტებს დაკითხვაზე იბარებს

09.16.2021 | 13:06 ნახვები: 322

„დაბარებული ვარ ფარულ მასალებთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაციისას დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა, სავარაუდოდ, დაბარებული ვარ მოწმის სტატუსით, რადგან ბოლო სამი დღეა, რაც ეს მასალები გასაჯაროვდა ამ თემას ვაშუქებ. ვნახოთ, კონკრეტულად რა შეკითხვები ექნებათ," - განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს „ფორმულას" ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ.

ნადიბაიძის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ პროკურატურის მთავარი ინტერესი უნდა იყოს უკანონო მიყურადების ფაქტების გამოძიება, თუკი ამ საკითხზე ექნებათ კითხვები, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუპასუხოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოძიება კიდევ უფრო სიღრმეში უნდა შევიდეს. საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი უნდა იყოს სწორედ დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა" - აღნიშნა ადვოკატმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა