რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

სალომე სამადაშვილი - ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს

09.15.2021 | 17:06 ნახვები: 232

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების მანძილზე უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი ამ ქვეყანას და საზოგადოებას აბსურდში ვერ შეიყვანს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცხრა წლის მანძილზე ამ ქვეყანაში არავის არ ეკითხებიან პრემიერი ან სუს-ის ხელმძღვანელი ვინ იქნება, თუ არა ერთ ადამიანს, რომელსაც დღეს არ აქვს არანაირი ოფიციალური პოზიცია, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი თავად აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, ამას მეორადი მნიშვნელობა აქვს.

ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების მანძილზე უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს. ეს უარყო ღარიბაშვილმა ან სხვა ვინმემ? ან თქვა, რომ ვინმეს დასჯის? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდნენ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ, მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა, რეალობას არ ცვლის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა