რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

„სუს-ი ასეთ იაღლიშებს არ უშვებს“ - მეუფე სტეფანე სუს-ის კრებსებზე

09.15.2021 | 17:04 ნახვები: 363

„მეეჭვება, ეს სუს-ის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა," - განაცხადა დღეს, 15 სექტემბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სუს-ის საიდუმლო კრებსებზე საუბრისას.

„სისულელეა, არც ასეთი თანამშრომელი არსებობს, არც ასეთი ცენტრი არსებობს. სუს-ი ასეთ იაღლიშებს, ასეთ შეცდომებს არ უშვებს. აქედან გამომდინარე, მეეჭვება ეს სუს-ის ინფორმაცია იყოს, უფრო მგონია, რომ პარტიული ფაბრიკაციაა. ამ ხალხს, რომელიც ამათ ემსახურება პოლიტიკურ-ეკლესიურ ამბოხებაში, განვკვეთავ ბოლომდე, მათი ერისკაცობამდე დაყვანა მოხდება ყველასი. ვინც დღეს მონაწილეობდა და ვინც კიდევ გაბედავს ასეთ რამეს, ყველას გაეცემა კანონიკური პასუხი,"- განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა