ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

სუს-ის საიდუმლო კრებსების გამო შესაძლოა, გახარიას ორი თანაგუნდელი დააკავონ

09.15.2021 | 17:02 ნახვები: 316

სუს-ის საიდუმლო კრებსების საქმეზე შესაძლოა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელები - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და კახა საბანაძე დააკავონ. მოვლენების ამ სცენარით განვითარებას თავად გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ.

შეგახსენებთ: თემაზე საუბრისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, გახარიას გუნდის წევრების ჩართულობის კუთხითაც.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ "ოცნების" მმართველობის დროს მიღწეულ, როგორც წარმატებაზე, ასევე, წარუმატებლობაზეც და "ოცნების" დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით, ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, წარმოუდგენელია და მიუღებელია. ამის ჩამდენმა პირებმა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია, ამ მასალების არსებობის შესახებ "ოცნების" ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

ამასთან, გახარიას გუნდის წევრები საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელშიც სახალხო დამცველი და უცხოელი ექსპერტები იქნებიან ჩართული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა