ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

09.13.2021 | 15:13 ნახვები: 325

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერებზე, მათთან კავშირში მყოფ პირებზე უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები გამოიკვეთა.

„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა საინტერესო იქნება ნახვა, ეს ყოველთვის ქართული არჩევნების ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო, თუმცა ამ ეტაპზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ნამდვილად ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით უფრო გახშირებულია. ანუ პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერების, მათთან კავშირში მყოფ პირებზე უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე პირების იძულებაში, მოხსნან საკუთარი კანდიდატურა.

ხაზგასმით კონკრეტული ქალაქის ან რეგიონის დასახელება გამოჭირდება. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციებს მაგალითად სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან, ასევე სხვა რეგიონებიდანაც, თითქმის ყველა კუთხიდან ვიღებთ მსგავს ინფორმაციებს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა