რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ამირან გამყრელიძე - ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არ მგონია, ამ კუთხით დღეს განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არსებობდეს

09.13.2021 | 12:04 ნახვები: 229

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკურნალობის პროტოკოლის განახლება მუდმივად ხდება, თუმცა დღესდღეობით რამე განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არ უნდა არსებობდეს.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის არსებული პროტოკოლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

„მკურნალობის პროტოკოლის განახლება მუდმივად ხდება. კლინიკური ჯგუფი ამაზე მუდმივად მუშაობს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩვენი პროტოკოლი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაიდლაინებს, რაც არის. თუ რამე სიახლე ჩნდება, რა თქმა უნდა, აისახება ხოლმე საქართველოს პროტოკოლში. არ მგონია, რომ დღეს რამე განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არსებობდეს. ის, რაც დღეს საერთაშორისო პროტოკოლებშია, საქართველოს პროტოკოლში ასახულია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა