ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

04.13.2023 | 15:52 ნახვები: 407

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები 1 050 864 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 3%-ით აღემატება.

„2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713 660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 253 073 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის პირველ კარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-მარტში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 61%-ით აღემატება აეროპორტის მიერ 2019 წლის პირველ სამ თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77 077 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13%-ია, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან მიმართებაში – 49%.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 2 494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა 254 მგზავრი მიიღო, რაც 9%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარ-მარტში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 306 მგზავრს მოემსახურა.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 802-ს, ხოლო ჩარტერების – 1 037-ს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა