რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ივანიშვილის მეფობის ეპოქა - ნიღბების ჩამოხსნის ხანა

04.12.2023 | 16:19 ნახვები: 4519

ერთხელაც იქნება და ბიძინა ივანიშვილი ჩაბარდება წარსულს. იქნება ეს პოლიტიკური თუ ბუნებრივი მიზეზებით  - აუცილებლად მოხდება. ის პირადად და მისი მომსახურე პერსონალი მოსცილდებიან აქაურობას.

დღეს ეს თითქმის შეუძლებელი ჩანს, თუმცა, ცხოვრება თავისას იზამს.

მისი „მეფობის“ ეპოქა ისტორიაში აუცილებლად შევა, როგორც უპრინციპობის, გაუგონარი სიძულვილის და აბსურდის ხანა. როგორც პერიოდი, როდესაც გამათხოვრებული და უსარგებლო ქვეყანა ევროპას და ამერიკას „ურთიერთობების გაუარესებით“ ემუქრება.

ემუქრება და ვერ ხვდება რამდენად სასაცილოდ და ანეკდოტურად გამოიყურება - მაწანწალა ძაღლივით, რომელიც ლომს უყეფს.

მაგრამ ეს არაა მთავარი - სინამდვილეში ივანიშვილის ეპოქას საბოლოო ჯამში ექნება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. ეს არის ხანა, როდესაც ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი.

ივანიშვილმა ძალაუფლების და კაპიტალების შენარჩუნებისთვის ზედაპირზე გამოიყვანა მთელი ნაგავი და ბალასტი, რაც ამ ქვეყანას არა წლები და ათწლეულები, არამედ ასწლეულები ახჩობს და წინსვლის საშუალებას არ აძლევს.

ივანიშვილს რა თქმა უნდა, ამ კუთხით არანაირი ღრმა ჩანაფიქრები არ ჰქონდა  - ის მართავს ქვეყანას ისე, როგორც შეუშლია, სხვა ტიპის მენეჯმენტი მისთვის უცნობია. მას არ ჰქონდა მიზანი - გამოეყვანა ზედაპირზე მთელი ნაგავი და ეჩვენებინა ის საზოგადოებისთვის  - აჰა, ერო, ჩაიხედე სარკეში - ესაა შენი რეალური სახე.

მაგრამ მისი მმართველობის სტილი ძალაუნებურად შექმნიდა სწორედ ასეთ რეალობას  - ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ოლიგარქს სჭირდება მორჩილი, ლოიალური, უპრინციპო, ყველაფრის „გამპრავებელი“ აპარატი.

უსიტყვო ლოიალურობა და მორჩილება როგორც წესი, შეუთავსებელია საღ აზრთან, ინტელექტთან და პრინციპულობასთან, ამიტომაც ზემოთ გამოძვრა მთელი შლამი.

„ქართული ოცნების“ ჭეშმარიტი სახე არ არის კობახიძე, ან მდინარაძე, ან თუნდაც ღარიბაშვილი, რომლებიც განათლებულობის და „გამოსულობის“ იმიტაციას მაინც ცდილობენ, თუნდაც ზოგჯერ.

ნამდვილი „ქართული ოცნებაა“ დიტო სამხარაძე, ზოოპარკის ბინადარი, სუფთა, ყოველგვარი მინარევების გარეშე, ქოც-ბოროტება. ის განასახიერებს დღეს ქოცობის რეალურ სიფათს, ის ლაპარაკობს იმ ენით, რა ენითაც აზროვნებს და ფიქრობს ქოც-აქტივისტების 90%.

ან ქვეყნის დიტო სამხარაძეები ათწლეულობის მანძილზე საკუთარი არსის შენიღბვას ცდილობდნენ - თითქოს ისინი განათლებულები არიან, კანონს პატივს სცემენ, ელემენტარული ზრდილობის ნორმები იციან.

ივანიშვილის ეპოქაში მოიხსნა ნიღბები, რომლებსაც ადამიანები ათწლეულები ატარებდნენ. ნიღბის ტარება საჭირო არაა - ჩვენი დრო მოვიდა, იფიქრეს ამ ქვეყნის დიტო სამხარაძეებმა და პირი დააღეს..

ქოცობის დროს ჩვენ ზუსტად დავინახეთ ვინ ვინაა. მოსამართლეები, რომლებიც თანამედროვე და ცივილიზებული ადამიანების როლს თამაშობდნენ და დღეს აღმოჩნდნენ იმ ბანაკში, რომელიც ამერიკაში მხოლოდ გეი-ქორწინებებს და ვიეტნამის ომის ხედავს.

ქოცების დროს ჩვენ ზუსტად დავინახეთ ფარისევლების ლეგიონი, რომლებიც დასავლეთს ბოლო სიტყვებით აგინებენ, მაგრამ შვილებს სასწავლებლად და საცხოვრებლად დასავლეთში აგზავნიან.

ქოცების დროს ჩვენ დავინახეთ ე.წ. „პატრიოტები“ და „ქართველობის დამცველები“, რომლებიც რეალურად აღმოჩნდნენ რუსზე მიყიდული კოლაბორაციონისტები.

ჩვენ დავინახეთ ე.წ. „ვაჟკაცები“, რომლებიც მებრძოლ ქვეყანას იმის გამო აგინებენ, რომ მან წინააღმდეგობის გაწევა გაბედა და ოკუპანტის წინაშე თავი არ დახარა. ვაჟკაცები, რომელთათვის კაცობის უმაღლესი გამოვლინება, გეებზე ნადირობა რუსთაველზე..

დავინახეთ ეკლესია, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა რუსეთის მსახურების და უბრალოდ ხარბი, კაცთმოძულე ავაზაკების საკრებულოდ.

დავინახეთ მთელი ის ბალასტი, რომელიც თავისი გაუნათლებლობით, სიბნელით და სიზარმაცით ქვეყანას საუკუნეების მანძილზე ძირავს.

დღეს ისინი ხელისუფლების მოკავშირეები არიან, ამიტომაც მათ არანაირი ნიღბები არ სჭირდებათ.

და ესაა მათი მთავარი შეცდომა  - როდესაც ბორენკას საზიზღარი ეპოქა დასრულდება, მათ თავის მართლების შესაძლებლობა არ დარჩებათ.

არაფერი არაა დამალული, ყველაფერი ცხადზე ცხადია, პირველად ბოლო 1500 წლის მანძილზე, სწორედ ეს იქნება ბორენკა ივანიშვილი მეფობის მთავარი, ისტორიული შედეგი.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა