ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი

09.09.2021 | 12:39 ნახვები: 216

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 151 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 693, „პისიარ" ტესტით - 16 458.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 6,79%, ბოლო 14 დღის - 8,48%, ბოლო შვიდი დღის - 7,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია 24 670.

კარანტინის რეჟიმშია 85, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 417 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 032 პირი.

8 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა