რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის სჯერა მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც გამზადებული აქვს მისთვის კომფორტული საკანი

09.08.2021 | 14:05 ნახვები: 211

ოპოზიციას თვითმმართველობის მოგების ან რაიმე წარმატების მიღწევის იმედი რომ ჰქონდეს, ქუჩაში გავიდოდნენ და ხალხს შეხვდებოდნენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია ხალხთან არ დადის, აქედან ჩანს, რომ არჩევნების შედეგებზე ხელი წინასწარ აქვთ ჩაქნეული, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, შექმანს იმიტაცია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება.

„ცდილობენ, იმიტაცია შექმნან, თითქოს არჩევნები გაყალბდება და 3 ოქტომბერს აქციებს მოაწყობენ. მაგასაც ვერ მოაწყობენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას საქართველოში რამდენჯერაც ჰკითხავენ, რომელ რიცხვში ჩამოვა, იმდენჯერ პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან ვერ ჩამოვა და ამის პირობას გაძლევთ. მან თქვა, რომ ევროპაში მისი დანაშაულების ვიღაცებს არ სჯერათ. არ ვიცი, ამის ვის არ სჯერა, მაგრამ ვის სჯერა, ვიცი - სჯერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც მისთვის გამზადებული აქვს კომფორტული საკანი, სადაც არ იქნება წამება, არის ნორმალური კვება. ექიმის დახმარება თუ დასჭირდება, არის ნორმალური ჯანდაცვაც", - განაცხადა სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა