ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

ხატია დეკანოიძე - აშშ-ის საელჩოსა და კარლ ჰარცელის განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს მძიმე რეალობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით

09.08.2021 | 12:18 ნახვები: 219

პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით, მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი დარღვევით და ჩავარდნით, საქართველო სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმ ადგილს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს მძიმე რეალობას ქვეყნის საგარეო პოლოტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

„იმ მდგომარეობაში, როცა ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ კურსს, როდესაც ხელისუფლების ხელმძღვანელების და მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები მიუთუთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, კერძოდ პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ პრაქტიკულად კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი დარღვევით და ჩავარდნით, საქართველო სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ ადგილს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში.

ამასთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა აშშ-ის საელჩოს და ბატონი ჰარცელის განაცხადება, ამ განცხადებებში ძალიან მნიშვნელივნად არის ხაზგასმული რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. პირველი, ის რომ კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი ვითარებაა, რაც გამოიხატა საპარლამენტო საქმიანობის დროს შეთანხმების დარღვევით მოსამართლეების დანიშვნით, ასევე პროკურორის დანიშვნის წესის ჩაგდებით. მეორე, ზოგადი პოლიტიკური მართლმსაჯულებით. კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკური კურსიდან ის, რომ არ არის სანდოობა მართლმსაჯულების და კრიმინალური იუსტიციის.

ბატონი ჰარცელის განცხადებით, ასევე კანონის უზენაესობის პრინციპების გაუთვალისწინებლობა, „ქართული ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, კიდევ უფრო აზიანებს ასოცირების შეთანხმების შესრულების იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აკისრია, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათლად არის ხაზგასმული, რომ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც უნდა ყოფილიყო 75 მლნ ოდენობით, სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით. ჩააგდო 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული კანონის უზენაესობის ყველა პუნქტი. შესაბამისად, ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს იმ ძალიან მძიმე რეალობას, რომელიც ჩვენს გვაქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა