ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს

09.08.2021 | 10:57 ნახვები: 200

ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს აცრის მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერებში აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, რის გამოცა ამ მხრივ საინფორმაციო ღონისძიებების გაქტიურება იგეგმება.

„ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა ამ პროცესში. 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის შესაძლოა, რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმციაზე ხელმისაწვდომობა. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების მხრივ. მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე საინფორმაციო ღონისიძებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებეყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებაზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. ასევე, რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა