რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი

09.08.2021 | 10:55 ნახვები: 205

საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 449 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 313, „პისიარ" ტესტით - 8 236.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 8,73%, ბოლო 14 დღის - 8,69%, ბოლო შვიდი დღის - 7,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 570 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7 977 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია 27 011.

კარანტინის რეჟიმშია 86, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 072 პირი.

7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი, გარდაიცვალა 50 ადამიანი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ, სერვერებზე შეფერხებების გამო, 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა