Russian army loses 920 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 104 combat clashes on battlefield in past day
Ukrainian forces destroy all nine enemy Shahed UAVs overnight
Biden discusses support for Ukraine with Czech PM - White House
Russia fully responsible for risks at ZNPP it is causing – EU at UN Security Council
Speaker Johnson unveils separate U.S. aid plans for Ukraine, Israel and Taiwan
Russia fraudulently recruits foreigners for war against Ukraine - British intelligence
Israeli air base attacked by Iran suffers only minor damage - IDF spox

მიშას გაურკვეველი დაპირება: როდის ჩამოვა - 2 ოქტომბრამდე, 2 ოქტომბერს თუ 2 ოქტომბრის მერე

09.07.2021 | 12:53 ნახვები: 215

„მან თქვა: "ჩამოვალ არჩევნებზე", მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩამოვა 2 ოქტომბერს ან 2 ოქტომბრამდე," - აცხადებს ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას, რომელშიც სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დააანონსა.

„ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ხოლმე, რას ამბობს მიშა ან რატომ ამბობს იმ ფორმით და არა - სხვა ფორმით, რასაც ამბობს. მან თქვა: "ჩამოვალ არჩევნებზე", მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩამოვა 2 ოქტომბერს ან 2 ოქტომბრამდე. სააკაშვილი უეჭველად გულისხმობს, რომ „არჩევნები" არ არის მხოლოდ არჩევნების დღე", - აცხადებს დათო გამცემლიძე.

გამცემლიძე განმარტავს, რომ არჩევნები არის პროცესი, მათ შორის, არჩევნების დღის შემდგომ მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.

„არჩევნები არის პროცესი. მათ შორის, 3 ოქტომბერი, როდესაც ოპოზიცია შეიტანს სარჩელებს და საჩივრებს, მათ შორის, მეორე ტურები და ა.შ. ამ აზრით 4 ოქტომბერიც არჩევნებია, 9 ოქტომბერიც, 15 ოქტომბერიც", - აცხადებს გამცემლიძე.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის არჩევნები არის არჩევნების შემდგომი დღეების განმავლობაში ოპოზიციის აქტივობა და მასზე მმართველი პარტიის რეაგირება - ქმედებები.

„თუ ამ პროცესში გაიმართება დიდი მიტინგები. ხელისუფლება შეირყევა, მინისტრები გადადგებიან აცრემლებულნი....უიმე, დასავლური კურსი იცვლება დახმარებაზე უარი ვთქვითო... „ოცნების" მერყევი დეპუტატები ატეხენ ტყაპა-ტყუპს ოცნების გემიდან..., შსს-ც ჩამოიშლება.....ანუ "არჩევნები" მიშას ინტერპრეტაციით ფართო ცნებაა. 2003 წლის 2 ნოემბერიც არჩევნები იყო, 18 ნოემბერიც და 23 ნოემბერიც.....", - აცხადებს გამცემლიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა