ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არ ჰქონდა და არც ამჯერად ეყოფა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს

09.07.2021 | 11:41 ნახვები: 211

მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არ ჰქონდა და არც ამჯერად ეყოფა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები დგას.

„არ დაგვავიწყდეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უკვე რვა წელია, საქართველოში ჩამოსვლა უნდა და ამას ვერც ამჯერად გააკეთებს. თუ მის ჩამოსვლას თეორიულად მაინც განვიხილავთ, მას ქართული მართლმსაჯულების განაჩენის გარდა, საზღვართან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დახვდება, სადაც ის მხილებულია სისტემურ დანაშაულში, 300 000-ზე მეტი პრობაციონერის, 2008 წლის ომის რამდენიმე ათეული ათასი ლტოლვილის, წართმეული ქონებით ბიზნესმენების დაწიოკებაში. არ მგონია, ამით შემდგომ გაუჩნდეს სურვილი საქართველოში ჩამოსვლის და იმ სასჯელის მოხდის, რაც მან დატოვა. ერთი შემიძლია დავამატო - ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, ვიდრე არის სააკაშვილის სიზმრები მის ჩამოსვლაზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა