აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო

09.07.2021 | 11:40 ნახვები: 273

​„ქართული ოცნების" მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„მგონი, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. „ლელო" არ აპირებს, ამ სახის თემებს აყვეს და გაყვეს. ჩვენი ამოცანაა, ამომრჩევლის მობილიზება. ეს განცხადებები ახალი არ არის. „ქართული ოცნების" მიკვირს, მიხეილ სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, რომ კი, ბატონო, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო? ის ხომ გასამართელებულია და ხელისუფლების ვალია, ყველა გასამართლებული პირი იყოს ციხეში. თუ ამბობს, ჩამოვდივარო, უნდა ჰკითხონ, სად ხარ, ჩამოგიყვანოთ, რომ ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და შემდეგ სხვა პოლიტიკური ამბავი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა