ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ

09.07.2021 | 10:13 ნახვები: 239

ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ მას ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი" დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ. ამ ფაქტის მიმართ ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ ის ამ ნაბიჯს თუ გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე.

არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა