გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია
Russian army loses 1,040 more soldiers in Ukraine over past day
One in five economic criminal proceedings closed in Ukraine after audit – President’s Office
General Staff: 104 combat clashes on front lines in past day
SBU shows drones destroying Russian surveillance systems
Military aid worth $1B: Pentagon reveals details of new package for Ukraine

ვახუშტი მენაბდე - „ქართული ოცნება“ პროკურატურის მიმართულებით ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერს, ვფიქრობთ, ის ვერც განხორციელდება

09.06.2021 | 16:14 ნახვები: 258

მოდელი, რაც ახლა არის შემოთავაზებული, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, რათა ძალაუფლების გაზიარება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაფუძნდეს ამ სისტემაში, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებულ საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება პროკურატურის მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, „ქართული ოცნება" ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერს, ის ვერც განხორციელდება.

„სამწუხაროდ, ამას კითხვის ნიშანს უსვამს მმართველი გუნდი. მმართველ გუნდს ეს ცვლილებები არ მოსწონს, რადგან მას უნდა სრულად კონტროლირებული პროკურატურა და ის, რასაც გვთავაზობს, აძლევს მმართველ გუნდს შესაძლებლობას, აკონტროლოს გენერალური პროკურორი და მისი მეშვეობით აკონტროლოს მთელი პროკურატურის სისტემა. თუ „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ამ ფორმატს მხარი არ დაუჭიროს, ვშიშობ, ოპოზიციას არ ექნება არავითარი ბერკეტი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ განზრახვას, რადგან სხვა შემთვევაში, მას მოუწევს კოსტიტუციაში სხვა ცვლილებების დადებაც, რაც არ შედის არავის ინტერესში, არც ოპოზიციის, არც ქვეყნის ინტერესში. ამიტომ თუ „ქართული ოცნება" მხარს არ დაუჭერს პროკურატურის მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს, ვფიქრობთ, ის ვერც განხორციელდება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა