ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

ალუდა ღუდუშაური - ცეცხლს ეთამაშებით! - თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას და საზოგადოებას აპოკალიფსის მოწყობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ

04.01.2023 | 14:51 ნახვები: 425

მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დაუპირებთ, ჩვენ საზოგადოებას თუ აპოკალიფსის მოწყობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ. მინდა, ეს მათ ძალიან მკაფიოდ იცოდნენ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის დაკავების ფაქტთან დაკავშირების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უახლესი ისტორია, სამწუხაროდ, არ იცნობს მსგავს ფაქტს, რომ აქციებზე ადგილი ჰქონოდა ისეთ მძიმე ხასიათის დანაშაულს, როგორიც არის მაგალითად, მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება, პოლიციელის მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი და მითუმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შენიღბვის გარეშე, ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ეს პიროვნება, რომელიც დაკავებულია. რაც შეეხება ვაი პოლიტიკოსების მხრიდან გამონათქვამებს, რომლებიც, პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ ეს ადამიანები რაიმეს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებს ფარად იყენებენ, ასეთი ხასიათის ძალადობრივი ქმედებები მათი მხრიდან არის წახალისებული, რომელსაც საქართველოს ისტორია არ იცნობს.

ამ „პოლიტიკოსებმა“, სხვა შემთხვევაში საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები არიან მომზირალნი, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, იციან, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. დავინახეთ კიდეც, რომ მათ მიკროფონსაც კი არ აძლევენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები. ხედავდით, რომ იქ ათასობით ადამიანი იდგა, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, დები, ძმები და ა.შ. მაგრამ იმ ადამიანებს რაიმე ძალადობრივი ქმედება აზრადაც კი არ მოსვლიათ. ის, ვინც ასეთი ქმედებისთვის ასეთ ადამიანებს გამოიყენებს, ამაზრზენია. მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ სახელმწიფოს თუ დამხობას დაუპირებთ, ჩვენ საზოგადოებას თუ აპოკალიფსის მოწყობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ. მინდა, ეს მათ ძალიან მკაფიოდ იცოდნენ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს. სხვათა შორის, ნენსი პელოსის განცხადება ვნახეთ, ტრამპისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, აქციაზე ადგილი ჰქონდა ისეთი სახის მძიმე დანაშაულს, როგორიცაა: „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, მანქანების დაწვა, შესაბამისად, შემთხვევაში კანონი შეუვალი იქნება.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა