უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine

კახა კალაძე - მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ პროექტი

09.06.2021 | 10:43 ნახვები: 411

მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შესაბამისად ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, როდესაც მან თბილისში თავისი კანდიდატურა დააყენა ჩემ წინააღმდეგ, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ სიმართლე ყველასთვის ნათელი უნდა იყოს.

„ალბათ ის ადამიანები, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, მართლა ასე ხომ არ არის. მგონი, ყველასთვის ნათელია და შესაბამისად, ამიტომ იღებენ ალბათ ამ გადაწყვეტილებას, რომ ტოვებენ პარტიას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძე ამბობს, მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და კონკურენტი ქალაქში არსებული პრობლემებია.

კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა არის არსებული პრობლემები ქალაქში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა