3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია
არმაზ ახვლედიანი შს მინისტრს - ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?
გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს

ექვსიანი ყვავით გაჭრილი ნიკა გილაური

03.29.2023 | 23:34 ნახვები: 6824

დიახ, აბსოლუტურად სიმართლეა, ნიკა გილაური 2020 წელს ენმ-ს ხელმძღვანელობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესთავაზა გრიგოლ ვაშაძემ. საუბარი იყო პარტიის დაფინანსებაზე გილაურის მხრიდან 14-15 მილიონის ფარგლებში. გილაურს სურდა საკუთარი კადრები პარტიულ სიაშიც და ესეც გახმოვანდა ვაშაძის მხრიდან.
"ენმ-სგან მან მიიღო საკმაოდ დამაბნეველი პასუხი - მოვიდეს, სიაში ადგილების მოთხოვნის გარეშე. მოგვიანებით გილაურის პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა - ამაზე დავილაპარაკოთ. საბოლოოდ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილმა, ისე რომ გილაურს არც დალაპარაკებია რეალურად არავინ. დიახ, მას დისკუსიის გარეშე უთხრეს - არა!", - განუცხადა "ნეიშენ ჯორჯიას" ანალიტიკოსმა გიორგი ლებანიძემ.
ნიკა გილაური საკმაოდ გონიერი ადამიანია. პრემიერობის შემდეგ მან თვითრეალიზების ახალი სფერო იშოვა - საკონსულტაციო საქმიანობა, ფინანსები და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში მას ისედაც ჰქონდა საკუთარი ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ფაქტობრივად სრულად გადმოიბარა გილაურის პროფესიონალი კადრები და ბევრი მათგანი ახლაც მუშაობს ამ სისტემაში.
მისი ინტერესები ამ სფეროში დღემდე ნათელი და გასაგებია დაინტერესებული პირებისთვის, თუმცა იგი მუდამ უჩუმრად აკეთებდა თავის საქმეს.
ყოფილი პრემიერის პერსონის განხილვა შეუძლებელია მისი ძმის, ირაკლი გილაურისგან განცალკევებით. ერთ დროს "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამჟამად სს "საქართველოს კაპიტალს" ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, საქართველოს კაპიტალი ფლობს:

მოტოტრანსი
სააქციო საზოგადოება საქართველოს კაპიტალის წილი 90%

რედბერი
სააქციო საზოგადოება საქართველოს კაპიტალის წილი - 60%

შპს საქართველოს განათლების ჯგუფი -100%
---
შპს ბრიტანულ ქართული აკადემია 70%
შპს თანამედროვე სკოლა 90%
შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი 80%
შპს მწვანე სკოლა უძრავი ქონება 100%


შპს ჯორჯია ჰოსპიტალიტი მენეჯმენტ გრუპ -100%
ფლობს:
შპს მელიქიშვილი ჰოტელ მენეჯმენტ - 100%
შპს ჯორჯია ჰოსპიტალიტი მენეჯმენტ გრუპ გუდაური - 100%

შპს ჯი-სი-ემ-ეფ -100%
და ა.შ.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანია, გეოთერმული კომპანია, რაჭა ჰაიდრო და სხვა ენერგეტიკასთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოს კაპიტალს „ამ დროისთვის“ ოფიციალურად არ ეკუთვნის.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, ნებისმიერ არაპროფილურ ბიზნესს, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ბანკი ფლობდა, სწორედ ირაკლი გილაური მართავს.

ჯერ კიდევ 2018 წელს BMG წერდა: საქართველოს კაპიტალი მომდევნო წლებში საქართველოში 500 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია კომპანიის შვილობილი დეველოპერული კომპანიის მ2-ის მიერ 10 სასტუმროს აშენება და გახსნა. მათ შორის იქნება როგორც 3-ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების გახსნა სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციებს განახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, დაგეგმილია რამდენიმე უბნის მშენებლობა.
ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის მიმართულებითაც. გაფართოვდება ღვინის წარმოება რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით. საინვესტიციო კომპანიის შვილობილი კომპანიების ჩართულობით ინვესტიციები განხორციელდება განახლებადი ენერგიის ბიზნესში, მათ შორის ჰესების მშენებლობაში, სადაც ჯამში 119 მლნ დოლარის მოცულობის თანხა დაიხარჯება.
"საქართველოს კაპიტალი" BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანიაა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.
"საქართველოს კაპიტალი"-ი მოიცავს: 57% წილს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" (GHG), 100%-ს კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU), 100%-ს კომპანია "m2 უძრავი ქონება", 76% წილს "თელიანი ველი"-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).“

2018 წლის შემდეგ წილის ფლობის მაჩვენებელი საკმაოდ ბევრ კომპანიაში ამ დროისთვის შეცვლილია. ზოგი კომპანია გასხვისებული და ზოგიც შეძენილი და ახალი შექმნილია.

რა შუაშია ნიკა გილაური ირაკლი გილაურთან იმის გარდა, რომ ძმები არიან? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკის საიტი ამაყად გვამცნობს მის წარმომადგენლობაზე ბელორუსში, ისრაელში ლონდონში, ირლანდიაში და უნგრეთში, არსად იძებნება მონაცემები თურქეთთან დაკავშირებით. არა და 2013 წლის 20 დეკემბერს, როგორს საქართველოს კაპიტალი გატყობინებს ( https://georgiacapital.ge/ir/news/bank-georgia-opens-representative-office-istanbul) :
Bank of Georgia Holdings PLC (“BGH”), სს საქართველოს ბანკის (“ბანკი”) ჰოლდინგი, საქართველოს წამყვანი ბანკი აცხადებს, რომ ბანკმა გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი თურქეთში, სტამბულში, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოფისმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნაკადების ზრდას, თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნეს საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებას. „სტამბოლის წარმომადგენლობითი ოფისი, რომელიც დღეს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აღნიშნავს, ბანკის მიერ გახსნილი მეოთხე წარმომადგენლობაა თელ-ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის ოფისების შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში და იქვე შავით თეთრზე წერია, რომ „სტამბოლის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ნიკა გილაური დაინიშნა. ნიკა გილაური 2004-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ უამრავ საკვანძო ხელშეკრულებაზე“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ირაკლი გილაური აცხადებს: „აღფრთოვანებული ვარ, რომ ახლა გავაფართოვეთ ჩვენი საერთაშორისო პლატფორმა სტამბულში. ირაკლი გილაურს არც ის დავიწყებია აღენიშნა, რომ „თურქეთთან ვაჭრობამ დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2012 წელს და თურქეთმა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ეკონომიკაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში... თურქეთი უდავოდ დარჩება საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად მომდევნო წლებში და ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკის ძლიერი ფრენჩაიზის მოზიდვას ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობის შედეგად წარმოქმნილი ბიზნეს შესაძლებლობების გამოსაყენებლად“.
უმნიშვნელო ფაქტია? სულაც არა! მით უფრო, რომ ამ ფილიალის შესახებ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არაფერი იცის დღეს და არც ის, თუ ვინ არის მისი ხელმძღვანელი. მყარი ვარაუდითა და გონივრული ეჭვით, ისევ ბატონი ნიკა გილაური, ან იქნებ სხვაც, თუ საქართველოს ბანკის ამ პოპეზურმა ინიციატივამ ფაისკო განიცადა და ოფისი დაიხურა. მაშინ გამოდის, რომ ბატონმა ნიკა გილაურმა საქმეს თავი ვერ გაართვა, რაც სათუოა.
„ძალიან არაკომპეტენტური უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, საქართველოში ბიზნესი როგორ კეთდება. მხოლოდ კეთილგანწყობით ხელისუფლებისადმი და მხოლოდ მათი მფარველობით. ხელისუფლება მედიაც კი აკოტრებს, არა თუ მსხვილ და მისთვის მიუღებელ კომპანიებს, მარტივი ფორმულით - გაბედოს ვინმემ და მათთვის არასასურველ მედიასაშუალებას კონტრაქტი გაუფორმოს. მსხვილ კომპანიებთან სქემა ასევე მარტივია - მოედავე ეკონომიკურ დანაშაულზე, დააშინე ციხით, ქონების წართმევით, შეუქმენი ალტერნატიული კომპანია და მას მიანიჭე პრივილეგიები. ასე რომ ამ პირობებში ენმ-ს ექსპრემიერის ოჯახი, რომ ამოდენა ბიზნეს მართავს, მისი გარემოცვა კი ხელისუფლების ნაწილია ან მასთან უაღრესად დაახლოებული, აქ ზედმეტი ფაქტები არც არის საჭირო, ეს ყველაფერი თავად ფაქტია, ვალების ჩამოწერაზე თუ სხვა პრივილეგიებზე არაფერს ვიტყვით. შესაბამისად სააკაშვილის გადაწყვეტილება 2020 წელს სწორედ ამ მოცემულობას ეყრდნობოდა“, - ამბობს „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბარში ანალიტიკოსი გიორგი ლებანიძე.

იმის უარყოფას აზრი არ აქვს ნიკა გილაურის მხრიდან რომ მას 2020 წელს ნამდვილად სურდა საქართველოს პრემიერ მინისტრად დაესახელებინა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

ახლა საკითხავი ის არის, ისევ რატომ ამოტივტივდა მისი გვარი. ცხადია გილაურს აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს. მან საკმაოდ კარგად - ვერ ვიტყვი რომ გულუბრყვილოდ აუარა გვერდი მთავარ კითხვას და შეეცადა გამიჯნოდა დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას როდესაც აღნიშნა: „10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია“. ეს არის წარსული და ზუსტად დღევანდელი დღე, ზუსტად მაგრამ ნაწილობრივ, რადგან აქ წარსულზეა საუბარი.
ნიკა გილაურმა არ თქვა, აპირებს თუ არა იგი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას 2024 წლისთვის. მე მას დავუსვი ეს კითხვა - თუმცა წაიკითხა და პასუხი არ გამცა.
ერთი რჩევა ექსპრემიერს და პოლიტიკოსებს - დუმილი და კითხვაზე პასუხის გამოუცემლობა ყველაზე დიდი პასუხია.
სულაც არ აქვს მნიშვნელობა ნიკა გილაური ქართულ პოლიტიკაში თავისი ნებით დაბრუნდება თუ თხოვნა დავალებით. ფაქტი ერთია - არ მგონია ის ტუზი კოზირი ყოფილიყო ამ თამაშში, მით უფრო როდესაც უკვე დაზიანებული ანუ ექვსიანი ყვავით გაჭრილი კარტია. მე ვფიქრობ, რომ იგი კარგი პროფესიონალია, დანარჩენი კი პოლიტიკის, პოლიტიკური გემოვნებისა და პიროვნული არჩევანის საკითხია მისთვის პირველ რიგში თუ უნდა მოვა, არ უნდა - არა.

 

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა