რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ბიზნესს სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით სარგებლობა ერთდროულად შეეძლება - ნათია თურნავა

08.02.2021 | 11:43 ნახვები: 507

„აქამდე თუ ასარჩევად ვთავზობდით ბიზნესს ისარგებლებდა ის სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით, ახლა ორივე ერთდროულად იქნება შესაძლებელი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან ფართოვდება. აქამდე თუ ვრცელდებოდა 211 ბიზნეს საქმიანობაზე, ახლა ეს არის 311 ბიზნეს საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქაც გადავდივართ კომბინირებულ დახმარებაზე. აქამდე თუ ასარჩევად ვთავზობდით ბიზნესს ისარგებლებდა ის სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით - ახლა ორივე ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ განახლებული პროგრამებით 1300-მდე ახალი მცირე ბიზნესი ისარგებლებს. იმ 60-მდე ბიზნესსაქმიანობის მიხედვით, ვინც ექსპორტზე არის ორიენტირებული ან იმპორტის ჩანაცვლებაზე, სულ მცირე გაორმაგდება საექსპორტო გამოშვება და 40%-ით შემცირდება იმპორტი იმ სახეობებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი", - განაცხადა თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა