რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

იაგო ხვიჩია - დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ

07.30.2021 | 15:33 ნახვები: 258

დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„გააჩნია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლაზე როგორ შეხედავთ? - სწორი განცხადებაა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ბიძინა გიხდის ფულს, ასეთ დროს, ამაზე კომფორტულ საქმეში რაში გადაგიხდიან? დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ. წინა შემთხვევებში, სააკაშვილის ასეთი განცხადებებით ვინ მოიგო, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ?", - განაცხადა იაგი ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვალდებულებას, რომელიც ერისა და ისტორიის წინაშე აიღო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სახალხო რეფერენდუმის წინ, შესარულებს.

„ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა