რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას
ოპოზიციური პარტიები - შეშინებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი
ჯოზეფ ბორელი - ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა
იაგო ხვიჩია - აქციის წარმატებისთვის საჭიროა, ხალხი სულ ემატებოდეს და არა - აკლდებოდეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება
სალომე სამადაშვილი - რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც
დმიტრო კულება „დიდ შვიდეულს“ - უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ისა და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის

02.08.2023 | 20:41 ნახვები: 310

ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის, – ამ გზავნილით წარსდგა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ცნობილია, უკრაინა გაერთიანებულ სამეფოს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერს სწორედ აღნიშნული ფრაზით გაფორმებული ჩაფხუტი უსახსოვრა, რომელიც უმაღლესი კლასის უკრაინელ პილოტს ეკუთვნის. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩაფხუტი, როგორც სიმბოლო დაეხმარება მათ თვითმფრინავების კოალიციის შექმნაში.

„ლონდონი კიევის გვერდით იდგა პირველივე დღიდან, პირველივე წამიდან. თქვენ გამოგვიწოდეთ დახმარების ხელი მაშინ, როდესაც მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა რეაგირება ჰქონოდა“, – განაცხადა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმტკიცე და უკომპრომისობა უკრაინის მხარდაჭერაში.

„ბორის, თქვენ გააერთიანეთ სხვები, როდესაც ეს აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, განაგრძოს სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, რათა ამ უკანასკნელმა ვეღარ შეძლოს უკრაინაში ომის დაფინანსება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქვეყანას რუსული დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად საფუძვლის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.

ამასთან, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს ტანკებისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ამ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის. მისი თქმით, შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები საშუალებას მისცემს უკრაინას, გააძევოს მტერი თავისი ტერიტორიიდან.

„რუსეთი წააგებს. როდესაც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ აგრესორს ეცოდინება, რა ელის, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა