ამინდი 29 მარტს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ტოივო კლაარი - ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახალი გზების პოვნას აფხაზებთან და ოსებთან

02.08.2023 | 13:40 ნახვები: 187

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორები მჭიდროდ მუშაობენ საქართველოსთან, რათა ყველა პოტენციური საფრთხე თავიდან იქნას არიდებული.

„ბუნებრივია, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეარყია რუსეთის ყველა მეზობელი და ამას თან ახლავს დამატებითი საფრთხეები. ამიტომაც ჩვენ, ევროკავშირი და საქართველოს სხვა მეგობრები ვიყავით მჭიდრო კონტაქტზე მთავრობასთან, ერთობლივი მუშობის თვალსაზრისით, რათა წინ აღვდგომოდით ნებისმიერ ნეგატიურ დინამიკას, რომელიც შესაძლოა, რუსეთიდან და ომიდან მოდიოდეს და რომელსაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს მის მეზობლებზე. ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ გაზრდილი საფრთხეები, რომლებიც იგრძნობა როგორც რეგიონსა და თბილისში, ისე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შესაძლებლობებსაც იძლევა. ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახალი გზების პოვნას აფხაზებთან და ოსებთან გზავნილისთვის, რომლითაც ეტყვის, რომ ახლა რთული გარემოებებია, რთული სიტუაციაა და მოდი, ერთად ვეძებოთ გზა, რათა ერთად უფრო ძლიერები გავხდეთო“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეკითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გაგებული რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება, რომელშიც ის საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე საუბრობდა, ტოივო კლარი განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერავის ვერაფერს უკარნახებს.

„არ ვიცი, რას გულისხმობდა მინისტრი ლავროვი. ვიცი, რომ ჟენევის დისკუსიების მიზანი მკაფიო და ცხადია. ეს ფორმატი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და დაეფუძნა 6- პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ჯარების გაყვანას, დევნილების სახლებში დაბრუნებას. ჟენევის დისკუსიებს აქვს ეს მნიშვნელოვანი და სპეციფიური მიზანი. ამავდროულად, როგორც ხშირად ვამბობ, უნდა ვიმუშაოთ 90 წლების კონფლიქტებზეც, რომელშიც ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ მხრივ, დიდი სამუშაოა გასაწევი და ამ თვალსაზრისით რუსეთი ვერავის ვერაფერს უკარნახებს, არც არის ამის საჭიროება, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა