ბათუმში 2 პირი დააკავეს, რომლებმაც კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
Russia's combat losses in Ukraine up to about 461,940 troops
მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს
ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის

დავით სერგეენკო - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო

07.30.2021 | 14:04 ნახვები: 269

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების" გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, როცა „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა, მათი მხრიდან ამა თუ იმ კანონპროექტზე კომიტეტების დონეზე საგნობრივ დისკუსიას არ ყოფილა.

„ბოლო პლენარულ სხდომებზე ვნახეთ, რომ ეს ადამიანები კონსტრუქციული ოპონირებისკენ მოწოდებული არ იყვნენ. ისინი თავიდანვე მოწადინებული იყვნენ ამისკენ და შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების" გასვლა საბაბად გამოიყენეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ოპოზიცია ოპონირებაში უნდა იყოს ხელისუფლებასთან, რადგან ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი სწორი გზაა", - აღნიშნავს დეპუტატი.

სერგეენკოს მიაჩნია, რომ საერთაშორისო რეზონანსი ორივე მხარის მიმართ არის, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მიმართ, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან სწორი კომუნიკაცია იქნება იმის გარანტი, რომ დასავლელ პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეთ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა