„არა ღალატს!“ - სისხლიან ბანერებზე გახარიაც გამოჩნდა
„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ
სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“
„რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?!“ - კახა კალაძე
წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

საქართველოს ანალიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადება

07.29.2021 | 18:58

ჩვენ, ქართული ანალიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო ლიდერები და აქტივისტები, უკიდურესად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვართ "ქართული ოცნების" 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით, რომელიც ქართული საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან სამართლიანად აღიქმებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთ რეალურ გზად. ამ შეთანხმების პირობების დაცვა ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულება და პოლიტიკური სიმწიფის გამოვლინებაა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა კი მმართველი გუნდის უშუალო პასუხისმგებლობა. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი სერიოზულად ამწვავებს ისედაც უკიდურეს პოლარიზაციამდე მისულ პოლიტიკურ ვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას და მის საერთაშორისო რეპუტაციას.
ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს დასავლელ პარტნიორებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი კვლავაც აქტიურ როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ არ მისცენ საშუალება "ქართულ ოცნებას" უარი თქვას შთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე. ამავდროულად, ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის დაცვა უპირველესად ჩვენი - საქართველოს მოქალაქეების - ვალდებულებაა, შექმნილ ურთულეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენის აზრით, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ჯგუფებმა.
რადგანაც დღეს სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე დიდი თუ მცირე ზომის პოლიტიკური პარტიის ინდივიდუალური თუ საერთო ინტერესი, გამოვდივართ ინიციატივით შეიქმნას საზოგადოების ჩართულობის საბჭო, როგორც თბილისის, ასევე, რეგიონალური სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური თუ ბიზნეს წრეების ჩართულობით. საზოგადოებრივი საბჭო, საერთაშორისო მედიატორების მხარდამხარ, ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევის კონკრეტული მექანიზმების მოძიებას, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების გზით.
ამ ან მსგავსი საზოგადოებრივი მექანიზმის შექმნის მიზნით გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

„საქართველოს სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების საბჭო"
„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი"
„ევროპა ჩვენი სახლია"
ნოდარ ხარშილაძე
ხათუნა ლაგაზიძე
გიორგი რუხაძე
ლელა ჯეჯელავა
გია ჯაფარიძე
დათა კიზირია
გოჩა მირცხულავა
თორნიკე ბარათაშვილი
მალხაზ ნაკაშიძე
გიორგი მელაშვილი
გიორგი პაპელიშვილი
რუსლან ბარამიძე
ნინო ინაიშვილი
არინა თავაქარაშვილი
ირმა გორდელაძე
ნანა გოგოხია
შალვა ჩხეიძე
აზა გაბუნია
ნიკა რომანაძე
თათა კაჭკაჭიშვილი
ლადო დანელია
ბექა ჩაჩიბაია