მერიის თანამშრომელი რუსულ კანონს აკრიტიკებს და მისი ამ ფორმით მიღებას "მტრულ საქმეს" უწოდებს
ეპისკოპოსი საბა ინწკირველი - დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ
შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა - განცხადება
"მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები" - ომბუდსმენი
ფიზიკურად ესხმიან თავს "იმედის" ჟურნალისტებს - ტელეკომპანია "იმედის" განცხადება
გიორგი ვაშაძე - ალყა შემოარტყეს ხალხს, მოვუწოდებ, ნუ სჩადიან უკანონო ქმედებებს - ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა

ეროვნული ბანკი - ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს

02.06.2023 | 17:41 ნახვები: 371

2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.

„საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე გამოსარჩევი სეზონური პროდუქტების, ყველისა და მწვანილის, გაძვირება იყო, რამაც ინფლაცია ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. დამატებით, ნაგვის გადასახადის მატებამ (ქუთაისში) თვის ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საპირისპიროდ, ბენზინის 8%-ით გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.1 პპ-ით შეამცირა.

სურსათზე ფასების ზრდამ იანვრის წლიურ ინფლაციაში 4.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან ყველაზე მსხვილი კომპონენტები პურზე, კარტოფილზე და ყველზე წლიურად გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2.0 პპ-ს შეადგენდა. ბოლო თვეებში საწვავის თანდათან გაიაფების პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდებოდა. იანვარში ამ მაჩვენებელმა უკვე უარყოფითი 0.1 პპ შეადგინა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს იანვარში 7.7 %-ს შეადგენდა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს.

„ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. იანვარში იმპორტირებული ინფლაცია 4.5%-მდე შემცირდა.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 14.2%-ს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0.8 პპ), სანოტარო გადასახდელის (0.3 პპ) და თერაპევტის კონსულტაციის (0.2 პპ) გაძვირებაა”, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა