ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძე
„არის საკვების მიღების პრეცედენტი“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე
„ოცნება“ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს
„საწოლები აღარ გვეყოფა“ - ექიმი დამძიმებულ კოვიდვითარებაზე
თეა წულუკიანი მალთაყვის სპორტული ბაზის რეაბილიტაციას გვპირდება
„მოგვაწოდოს ინფორმაცია“ - ციხის იმიტირებულ ბუნტზე იუსტიციის მინისტრის პასუხი ნიკა გვარამიას
„მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

საიტი booking.moh.gov.ge ისევ ხარვეზებით მუშაობს

07.24.2021 | 13:36

,,ფაიზერის ვაქცინაზე დარეგისტრირება მოქალაქეებისთვის კვლავ შეუძლებელია, რადგანაც შესაბამისი საიტი booking.moh.gov.ge, საიდანაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარო, კვლავ ხარვეზებით მუშაობს.

აღნიშნული საიტის შეფერხება პირველი შემთხვევა არ არის, რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ,,პფაიზერის" პირველი ნაწილი შემოვიდა ქვეყანაში, საიტი გაითიშა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფუნქციონირება კვლავ აღადგინა, აღმოჩნდა, რომ ვაქცინაც და რეგისტრაციის ადგილებიც თითქმის სრულად იყო შევსებული.

ცნობისთვის, ,,პფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა, რომელიც საქართველოს ამერიკამ საჩუქრად გამოუგზავნა, დღეს 24 ივლისს გვიან ღამით ჩამოვიდა.