ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

მოსეს რჯულის ეკლესია და ბიზანტიურ-საბჭოთა ხელისუფლება

07.12.2021 | 17:07 ნახვები: 417

....

11 ივლისის ემოციური აქციის მსვლელობისას მერამდენედ ვიდექი რუსთაველზე, ზედ ქუჩის ორ ზოლზე და ვფიქრობდი - რას ითხოვს ხალხი, რომელსაც ატკინეს...

გადადგეს პრემიერი! გადადგეს მთავრობა! და არა მხოლოდ გადადგეს - დაისაჯოს!

ვიდექი მერამდენედ, უსამართლობისგან შეურაცხყოფილი და ეს უსამართლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი ოჯახის ტრაგედია კი არ იყო, არამედ ყველასი - საქართველოს ტრაგედია, რომელიც მავანისთვის ტრაგიკომედიის ელფერს ატარებდა.

მე აქ ხშირად ვდგავარ არა ჩემი პროფესიული ვალდებულებების გამო, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან ხშირად ჩემში ერთმანეთს ებრძვის პროფესია და ემოცია, მაგრამ მეტწილად თანხმდებიან იმის გამო, რომ ჩემთვის პირველი მაინც სახელმწიფოა და მისი ინტერესებია და არა რომელიმე პარტიის, დაჯგუფების თუ პერსონის ინტერესები.

ახლა რაც ყველაზე მეტად მტკივა ის არის, რომ სახელმწიფო რეალურად არ გვაქვს და ის მხოლოდ ფორმალობაა. ვინ არის ამაში დამნაშავე ამაზეც მაქვს პასუხი და რეალობა ის გახლავთ, რომ ამ პასუხის გააზრება ძალიან რთულია - მე და შენ! ჩვენ! ჰო ვიცი ვერ გაიგეთ, ან ზედმეტად ამორფულად მოგეჩვენათ, მაგრამ მაინც ასეა...

---

და ვისგან ითხოვენ პრემიერის გადადგომას? ვახო სანაიამ იმთავითვე ულტიმატუმი ბიძინა ივანიშვილს წაუყენა. იყვნენ მიმართვის სხვა სუბიექტებიც, მაგრამ დათქმულ დროში პრემიერ-მინისტრი არ გადადგა.

მოდით ჯერ „ოცნების" და თავად პრემიერის თვალით შევხედოთ ამ სასაცილო, მათთვის სასაცილო და აბსურდულ მოთხოვნას - რატომ უნდა გადადგეს?

რაც 5-6 ივლისს მოხდა ეს ღარიბაშვილის და „ოცნების" პოლიტიკური გემოვნების პროდუქტია და მოსახლეობის 48%-ის არჩევანი. თუ მოქალაქე ელისაშვილს და გირჩს მივუმატებთ - 50%-ზე მეტის. ჰო, ამ ვითარებაში ხომ „გადადექი!" არარელევანტურია, თუნდაც იმიტომ, რომ თუ დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურაა, ხელისუფლებისთვის საერთოდ გაუგებარია ვინ და რატომ უნდა გადადგეს - სანაიას, გვარამიას, გრიგოლიას, მიშველაძის, თარგამაძის, ტრაპაიძის, კილაძის, წერეთლის და ა.შ. მოთხოვნით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლებები რუსთაველზე მდგომების თავებს ითვლიან. მით უფრო მაშინ, როდესაც აქ, ჩვენთან, საქართველოში არის ასეთი გამოთქმა, სიტყვათა წყობა - სხვას სხვის მკვდარი მძინარე ეგონაო...

---

თუმცა აქვე ავხსნი, იმათთვის ვისაც მძინარე „ეგონა" - პოლიტიკაში და უმრავლესობის დიქტატურის პირობებშიც არსებობს პასუხისმგებლობა, რომელზეც თუ რომელიმე პოლიტიკოსი აპელირებს - ეს მუდამ ფარისევლობით ხდება. უბრალოდ პოლიტიკოსებმა იციან, რომ არსებობს პასუხისმგებლობა და ამის მიღმა მასზე წარმოდგნაც არ აქვთ, არ სჭირდებათ.

რატომ? იმიტომ, რომ ძალიანაც რომ უნდოდეს ახლა ღარიბაშვილს გადადგომა, მას ამის უფლებას არავინ მისცემს. გადადგომაზე პერსონები კი არ იძლევიან თანხმობას, არამედ სისტემა. სისტემა თუ ვერ გრძნობს საფრთხეს არავინ არავის გადააყენებს. სისტემა თუ გრძნობს გადასაყენებელი პერსონის გავლენას - არავინ არავის გადააყენებს. სისტემა თუ გრძნობს მოწინააღმდეგის სისუსტეს - არავინ არავის გადააყენებს. ამ შემთხვევაშიც ასეა - სისტემა ვერ გრძნობს საფრთხეს, პრემიერს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და სისტემა დარწმუნებულია, რომ მისი ვიზავი სუსტია.

---

მკთხავთ, დემოკრატია - უმრავლესობის დიქტატურა - ხომ გულისხმობს პასუხისმგებლობას? ჩამომითვლით მაგალითებს - თუნდაც იმას გამახსენებთ, რომ სკანდინავიის ერთ ქვეყანაში, მინისტრი იმიტომ გადადგა, რომ სამსახურის მანქანა ორჯერ (!) გამიოყენა საკუთარი ოჯახის მიზნებისთვის. კონკრეტულად კი მეუღლე მიიყვანა სამსახურში, იმავე მარშრუტზე რომლითაც თავად გადაადგილდებოდა. რა იდიოტობაა ხო? თუმცა ასეა. და რატომ? იმიტომ, რომ იქ სისტემაა ასე აწყობილი. იქ გადასახადის გადამხდელი ხელფასს უხდის დაქირავებულ მინისტრს, მთლად მთავარ მინისტრს და ამის იქეთ, არავის აქვს უფლება საერთო სახელმწიფო სიკეთე - ბიუჯეტი, საკუთარი მიზნებისთვის მოიხმაროს.

ჩვენთან ეს გააზრება არ არის. ჩვენ ხელისუფლებებს ვქირაობთ იმისთვის, რომ მერე ვემონოთ. უფრო სწორად არც გვაქვს იმის გააზრება, რომ ვქირაობთ. ამიტომაც აქვთ მათ იმის უფლება, რომ სახელმწიფოს სახელით დაგვსაჯონ, არ დაგვიცვან, იძალადონ. ეს არის ქართული ხელისუფლებების არსებობის ანატომია და ფიზიკა. მონობა და მორჩილება კი ხალხის, რომელსაც პირველ რიგში თავისუფლების გააზრება არ აქვს და არც სურვილი - იყოს თავისუფალი.

---

კარგი, გადადგა ღარიბაშვილი, თქვენ რა გგონიათ, რომ ამით რომელიმე მომავალი პრემიერი იგრძნობს პასუხისმგებლობას?

მინიმუმ 4 აქტიური წელი (2009-2012) ეძახდა ქართული ოპოზიცია მიშა სააკაშვილს - „გა-და-დე-ქი!" გადადგა? არა! გადადექიო მთლად ვერ გაუბედეს კვირიკაშვილს, მაგრამ შს მინისტრ გახარიას ხომ უყვიროდნენ? გადადგა? არა! მერე პრემიერ გახარიას უყვიროდნენ და რა, გადადგა? არა! (ანუ ყვირილზე არ გადამდგარა). ჟვანიაც კი არ გადამდგრა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ყვირილით, ღია გარიგება იყო - „გადადგეს თარგამაძე და გადავდგები მე". ა, ხო, ახლა მიშა სააკაშვილის გადადგომას გამახსენებთ, 2007 წელს. ამ გადადგომას ხომ საერთოდ სხვა ანატომია აქვს. იგი, რომ გადამდგარიყო 7 ნოემბრის დარბევამდე, მერწმუნეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე საეჭვოდაც კი ვერ გაიმარჯვებდა - განადგურდებოდა. რატომ? ქართული - მოდით გასაგებად ვთქვათ - საბჭოთა-ბიზანტიური მმართველობის (მის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება ეკლესიაც) მოდერნიზებული სისტემა - რომლითაც იმართება სახელმწიფო, აღიარებს ძალას. იმედია ძალის კატეგორიებზე არ დამაწყებინებთ საუბარს. ხალხი ბოლოს მაინც ძლიერის მხარესაა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები იმიტომ მოიგო, რომ სისტემამ იგრძნო მასში ძალა. სისტემამ, რომელიც ყოველთვის დაჩაგრავს სიმართლეს, პროგრესს და რომელსაც მორალური ღირებულებები არასოდეს გააჩნია.

---

ახლა ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი - „მოსეს რჯულში პირდაპირ არის ნათქვამი, ურჩი შვილი გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო", ბრძანა ამ დღეებში მეუფე იოანემ.

იცით ეს რა დრამაა ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის? დიახ, სახელმწიფოსთვის, რომელმაც ქრისტიანობა საუკუნეების წინ აღიარა სახელმწიფო რელიგიად - თურმე ქრისტესშობამდე რელიგიური სწავლებით აწესებს მორალურ და ზნეობრივ სტანდარტებს. განა სწორედ ამ მორალურ, ზნეობრივ და ტრადიციულ სტანდარტებზე არ აპელირებდა ხელისუფლების ლიდერშიპი?

მრევლმა თავისთავად ვერასოდეს გაიგო, რომ ეკლესია ხელისუფლების ნაწილია და ეკლესია კიდევ თავად არ არის ქრისტესი, მის სახელს იყენებს, თორემ რეალურად კერპისაა, ხელისუფლებებისაა. კერპის, რომელიც ასევე პოლიტიკურმა სისტემამ შექმნა. კერპის, რომელსაც ღმერთი არაფერში სჭირდება, რადგან მაშინ ფორმულა იქნება - „კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმერთისა"... ამათთან ღმერთი არ არსებობს, ამათთან ყველა ან კეისარია, ან კეისრის მსახური...

როგორ არ მინდა ნიშნის მოგებად გამომივიდეს, სწორედ დღეს და ახლა, მაგრამ ვერ მოვისვენებ, ეს რომ არ ვთქვა - სასურველი ნარატივის დროს ჩამოტარებით რომ გყავდათ მეუფე ანტონი, ხოტბა-დიდებით - „მე თქვენ პატივს გცემთ მეუფეო", - დღეს რატომ ლაძღავთ? რამე განსაკუთრებული თქვა? ის ხომ ასე ფიქრობდა მაშინაც, ის ხომ ასეთი იყო „იმ დღესაც", უბრალოდ მაშინ იმას ამბობდა რაც საამური მოსასმენი იყო ყურისთვის.

მეუფე შიოზე, 5-6 ივლისის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე არაფერს ვიტყვი ახლა, რადგან თავად უნდა გქონდეთ გააზრებული მის მიერ მოთხოვნილი კანონმდებლობის გადახედვა რას ნიშნავს...

---

ვთქვათ, გადადგა ღარიბაშვილი, რა იცვლება ამ სისტემის არსებობის პირობებში? არც არაფერი!

სულაც ხელისუფლების ცვლილების პირობებში არ იცვლება არაფერი.

არა, არაფერი შეიცვლება, ვიდრე ადამიანების უმეტესობას აქვს შიში. შიში შანტაჟის, შიში შიმშილის, შიში კომფორტის ზონის დაკარგვის, შიში ბატონის გარეშე დარჩენის და ყველაზე მთავარი - იმის შიში, რომ ერთ დღესაც აღმოაჩენენ ჯვარი რომელიც მკერდზე ჰკიდიათ, ტაძარი, სადაც ლოცულობენ არანაირ კავშირში არ არის ქრისტესთან. საკუთარი ცრურწმენის მსხვრევის შიშის ეშინიათ ადამიანებს... შიში კი ყველაზე ცუდი მრჩეველია...

და კიდევ, არაფერი შეიცვლება როდესაც ადამიანებს ხელისუფლება ჰგონიათ ბატონი...

საერთოდ, რაიმე ცვლილებაზე საუბარი ზედმეტია, ვიდრე ქრისტიანობის პირობებში მოსეს რჯულის კანონებზე აპელირებს ეკლესია...

ადრეც დავწერე არაერთხელ - თავის მხრივ თუ რაიმესი ეშინია ხელისუფლებას ან ეკლესიას კი არა, არამედ სისტემას, სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც არ ეშინიათ, ანუ თავისუფალი ადამიანების.

---

და ბოლოს, ღარიბაშვილი არ გადადგება... დღეს არ გადადგება... ეს დროის საკითხია და ის არ გადადგება მანამ, ვიდრე სისტემა არ ჩათვლის საჭიროდ... და ზოგადად, მოსეს რჯული ძლიერის დიქტატურაა და ის მოთხოვნას „გა-და-დე-ქი!" არ აღიარებს საპირწონე და რეალური მოწინააღმდეგის გარეშე...

ახლა ის მაინტერესებს, ვინ და რამდენი ფიქრობს სისტემის ცვლილებაზე და ქრისტეზე... მგონი არავინ!

---

დღეს, 12 ივლისია, რუსთაველზე ისევ აქციაა...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა