ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება
მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს
საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

ეკლესიის სამიზნე - ევროკავშირი, ხელისუფლება დასავლეთს აშანტაჟებს

07.09.2021 | 14:14 ნახვები: 546

დღეს ბევრს საუბრობენ, ვინ მართავდა და ვინ იდგა 5 - 6 ივლისის მოვლენების უკან. ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია - მთავარი აქტორები სცენაზე იდგნენ. ერთ მხარეს ქვიარ ჯგუფი საერთაშორისო მხარდაჭერით და ქვეყნის შიგნით არსებული ნეოლიბერალური ძალების თანამონაწილეობით, მეორე მხარეს საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო, ეგრეთწოდებულ კონსერვატულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც ღიად არიან რუსეთთან აფილირებულები.

ძალთა ასეთ თანაფარდობაში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგან ეკლესია და კონსერვატორული პოლიტიკური ძალები იყვნენ, არიან და იქნებიან ლგბტქ+ თემთან დაპირისპირებული და ყოველთვის გაუწევენ წინააღმდეგობას მათი ცხოვრების წესის აღიარებას.

ასე მოხდა და ხდება ცივილიზებული სამყაროს დიდ ნაწილში, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების უფლებები სრულად დაცულია. მაშ რამ განაპირობა ის ვაკჰანალია, რაც დედაქალაქის ქუჩებში ვიხილეთ და რატომ არის ის თავისი არსით ძალიან სახიფათო.

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სექსუალურ უმცირესობის არსებობას ებრძვის არა მხოლოდ ეკლესიოლოგიური სწავლებიდან გამომდინარე, არამედ როგორც პოლიტიკური აქტორი, რომელიც შიშობს, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალების გაძლიერებით ის დაკარგავს თავის გავლენებს პოლიტიკურ პროცესებზე;

2. თავის მხრივ, სექსუალური უმცირესობები და მათი უფლებები, ასევე საშუალებაა ნეოლობერალური პოლიტიკური ჯგუფებისათის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში და მათ მიმართ თანდგომა არ არის ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით და უნივერსალური ადამიანური ღირებულებებით;

3. ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილი საქართველოს საპატრიარქოს ასევე განიხილავს, როგორც პოტენციურ პარტნიორს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში და მზად არის გაურიგდეს და გაუყოს მას თავისი ძალაუფლება ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ;

4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ღიად გამოხატავს რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოს ევრო-ატალნტიკური ინტეგრაცია მის პოლიტიკურ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის. ასეთ შემთხვევაში ის ვეღარაფრით იქნება მმართველი სისტემის ნაწილი, შესაბამისად ნაკლები მატერიალური ბენეფიტები ექნება და მოუწევს მხოლოდ რელიგიური ინსტიტუციის ჩარჩოებში დარჩენა.

საქართველოს ისტორიის მცირეოდენი ცოდნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს რელიგიური თავისუფლების პირობებში ფუნქციობის გამოცდილება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე ის არასდროს ყოფილა მხოლოდ სასულიერო ინსტიტუტი. ყველა დროში, თვით საბჭოთა ეპოქაშიც, ეკლესია მმართველი სისტემის ორგანული ნაწილი იყო. ბიზანტიური „ძალაუფლების სიმფონიის" მოდელი არის ერთადერთი მოდელი, რომელშიც ის თავის არსებობას განიცდის. ევროპულ ქრისტიანობას სხვა განვითარება ჰქონდა, მან გაიარა რეფორმაციის პროცესი, დაიყო მიმდინარეობებად, მუდმივად იმყოფებოდა ქრისტიანობის არსის ხელახლა გააზრების პროცესში, რაც დღემდე გრძელდება. სწორედ ეს აშინებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამართლიანადაც. ამიტომ არის მისთვის რუსეთთან და არა დასავლეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია თვითგადარჩენის ერთადერთი გზა.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რუსეთთან ინტეგრაციის თემას პოლიტიკური ტაბუ ადევს და ეკლესიასასც უწევს ამ ტაბუს ქვეშ ყოფნა, ეს იწვევს მის ძალიან დიდ აგრესიას, რომელიც შიგნიდან ანგრევს მის სულერებას, არყევს მის კონსტიტუციას.

სწორედ ამიტომ, 5 ივლისს ამ ფორმით გადმოიფრქვა ეს დაგროვილი აგრესია, მაშინ, როდესაც ბრძოლის ველზე ლგბტქ+ თემი საერთოდ არ იდგა. მაგრამ ეკლესიამ მონიშნა მთავარი სამიზნე და მოწინააღმდეგე. ევროკავშირის დროშის ჩამოგდება მისთვის იყო ტაბუს ახსნა. მეორე სამიზნე გახლდათ მედია. ეკლესიას მედია მიაჩნია მთავარ საფრთხედ, რადგან მედიის დიდი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა და არის ყველაზე მძლავრი იარაღი ქვეყანაში დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციისათვის. ამიტომ არ გაარჩიეს იმ დღეს ოპოზიციური და სახელისუფლებო მედია. უცნაური შემთხვევითობაა ალბათ, რომ დაზარალებულ ჟურნალისტთა შორის არ იყვნენ „ ერთსულოვნებისა" და ტვ ობიექტივის თანამშრომლები.

5. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" არ არის კლასიკური გაგებით ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია, ის არის ბიძინა ივანიშვილის პირად ერთგულებაზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ორინტირებული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ქცევის მოტივაციას არასოდეს განსაზღვრავს სახელმწიფო ინტერესი.

მიუხედავად საპატრიარქოსა და ივანიშვილს შორის არსებული წინააღმდეგობისა და ეს წინააღმდეგობა ნამდვილად არსებობს, ივანიშვილი ძალიან გონივრულად იყენებს საპატრიარქოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის „ტრიუკების" ჩასატარებლად. მათი პოლიტიკურ ველზე გაძლიერებით რუსეთს უკმაყოფილებს თავის ინტერესებს და ამავდროულად დასავლეთს აშანტაჟებს, რომ საქრთველოში ის არის დასავლური ვექტორის შენარჩუნების ერთადერთი გარანტი.

6. საპატრიარქოსთან პირდაპირ აფილირებული ლევან ვასაძის პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოსვლა იყო რუსეთის ძალიან სერიოზული გზავნილი, რომ მას აღარ აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის მოზომილი ნაბიჯები საქართველოში საკუთარი პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რამაც ძირეულად შეცვალა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური კონფიგურაცია. რუსეთს სჭირდება მძლავრი ტექტონიკური პოლიტიკური ბიძგები საქართველოში, რაც დაუსვამს წერტილს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პოლიტიკურ გავლენებს.

5-6 ივლისის მოვლენები სწორედ პირველი სერიოზული ბიძგი უნდა ყოფილიყო ამ გზაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასწორი გათვლები იყო ჩატარებული.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა კვლევის ყველაზე რეიტინგულ მოთამაშეს - საქართველოს საპტრიარქოს, რომელიც ელოდა, რომ 9 ბალიანს თუ არა, 7 ბალამდე სიმძლავრის პოლიტიკურ რყევას მაინც გამოიწვევდა, აშკარად მარცხი მოუვიდა.

პოლიტიკური რყევის ამპლიტუდა 3-4 ბალის ფარგლებში მერყეობდა. იყო თუ არა დაგეგმილი წინასწარ 5 ივლისის ძალადობა? ცხადია იყო! ამას ადასტურებს ამბიონებიდან გაკეთებული მღვდელმთავრების ღია მოწოდებები პრაიდის წინ. „ჩვენს გვამებზე მოგიწევთ პრაიდის ჩატარება", „დაგანგრევთ ლიბერალებო", 5 ივლისს პარლამენტის წინ მოწოდება: „იძალადეთ ღმერთის სახელით, იძალადეთ სიწმინდის სახელით". მაგრამ მთავარი ინდიკატორი წინასწარ დაგეგმილი ძალადობისა მაინც ლევან ვასაძის პასუხისმგელობიდან გარიდება იყო.

ეჭვს არ იწვევს, რომ მისი ხანგრძლივი დიაგნოსტიკა და „გამოვლენილი" იშვიათი დაავადება, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის, მხოლოდ საბაბი იყო. საპატრიარქომ, რომელსაც ახლა რეალურად მოსაყდრე შიო მუჯირი მართავს, სრულიად გასაგები მიზეზების გამო პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკური იმიჯი მიიტანა სამსხვერპლოზე, რათა თავისი მეგობარი და ყველაზე დიდი მოკავშირე ლევან ვასაძე ამ მოვლენების დროს არ დაზიანებულიყო კიდევ უფრო.

პრემიერი ღარიბაშვილი აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელსაც არ გაუფრთხილდა არც ბიძინა ივანიშვილი და არც საპატრიარქო და ახლა, ყველას პასუხისმგებლობის ტვირთი მასზე გადააქვს.

რას ელოდა და რა მიიღო საპატრიარქომ?

ელოდა - მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას, პრაიდის ჩაშლას, საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას, საკუთარი გამარჯვების გაფორმებას და ხელისუფლებასთან წინასაარჩევნო ვაჭრობაში უფრო დიდი კუშის მოხსნას, რუსეთისაგან უფრო მეტი ბენეფიტების მიღებას.

მიიღო - იმედგაცრუება მხარდამჭერთა რაოდნობის გამო, ჩამოხეული ევროკავშირის დროშა, როგორც კოლექტიური ეგოს კმაყოფილების სიმბოლო, რუსთაველზე ლგბტქ+ დროშა ჯვრის გვერდით, უკმაყოფილო საზოგადოების დიდი ნაწილი და პრაიდი სახეცვლილი, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი ფორმით... კიდევ მეტად დაზიანებული იმიჯი, შევიწროვება პოლიტიკურ ველზე, მათგან წაქეზებული მოძალადე ადამიანების გულისწყრომა, რომელთაც ახლა პასუხისმგებლობა მოუწევთ თავიანთ საქციელზე და საპატრიარქო ვერაფერს და არაფერს გააკეთებს მათ დასაცავად. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება.

წლების წინ ტვ „კავკასიაში" მომხდარი ინცინდენტი კარგად ახსოვს საზოგადოებას.

რა მიიღო ხელისუფლებამ?

დიდი რეპუტაციული ზიანი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, იმედგაცრუება რუსეთისაგან, მიუხედავად იმ ეგზალტაციისა, რაც რუსულ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში ხდებოდა, შემცირებული ელექტორალური ყულაბა, როგორც მისი პროდასავლური ასევე პრორუსული ელექტორატის ხარჯზე, განტევების ვაცად გადაქცეული პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ახლა კრივის „მსხალივით ‘ ყველა მხრიდან მოხვდება, რადგან ყველა „ნაციონალური" პროექტი ამ ეტაპზე ჩაუვარდა, მათ შორის „გარეჯი საქართველოა" .

 

ვინ შეიძლება ნახოს პოლიტიკური სარგებელი ამ ვითარებით?

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან ამ ვითარებიდან ბენეფიტების მიღების შესაძლებლობა ყველაზე მეტად გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას უჩანს, მაგრამ ეს ძალიან მოკლევადიანი ბენეფიტი იქნება.

 

რა მიიღო საქართველომ?

დიდი გაკვეთილი, დიდი ლუსტრაცია, დიდი გამოწვევა და ქართველი ხალხის დიდი ნაწილის გამოღვიძების დასაწყისი. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებს ის წინ გადაშლილ ენციკლოპედიურ გამოცემას Who is Who.

 

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა