ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

შალვა პაპუაშვილი: ესპანეთი და პორტუგალია მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

11.26.2022 | 17:07 ნახვები: 250

"საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო  დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ  უჭერენ  მხარს საქართველოს  წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა  საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს  პოლიტიკურ გადაწყვეტიელბას საქართველოს მიმართ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით,  მხარდაჭერა, რომელიც  შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა,  უზრუნველყოფს  პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ.

"მხარდაჭერა ჩვენ მრავალჯერ მოვისმინეთ ორივე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც  მომავალი წლის მეორე ნახევარში  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, იქნება ჩვენი უპირობო მხარდამჭერი ამ გზაზე.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი  გზა გაიარა იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო   ევროპულ ოჯახში, იქნება ჩვენი მხარდამჭერი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა