Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში, უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

11.26.2022 | 15:48 ნახვები: 224

კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. დენის შმიგალის, მატეუშ მორავეცკისა და ინგრიდა შიმონიტეს მოლაპარაკეები „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში გაიმართა.

„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატის შეხვედრაში მატეუშ მორავეცკისთან და ინგრიდა შიმონიტესთან ვისაუბრეთ, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და აღდგენაზე. დავგმეთ რუსეთის თავდასხმები და სამხედრო დანაშაულები. მადლობელი ვარ პოლონეთის და ლიეტუვის მზადყოფნისთვის, გააქტურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე“, – წერს დენის შმიგალი „ტვიტერში“.

„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვედრის შემდეგ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ლიეტუვა და პოლონეთი ადასტურებენ მზადყოფნას, გააქტიურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. ასევე სამი ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო რეესტრის შექმნას, სადაც მოხდება რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის აღრიცხვა. ამასთან, ლიეტუვა და პოლონეთი მხარს უჭერენ რუსეთის ქმედების შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის შექმნას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა