სპეცრაზმელებმა "პუბლიკას" და "ტაბულას" ჟურნალისტები სცემეს
მეთიუ მილერი - გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო
მერიის თანამშრომელი რუსულ კანონს აკრიტიკებს და მისი ამ ფორმით მიღებას "მტრულ საქმეს" უწოდებს
ეპისკოპოსი საბა ინწკირველი - დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ
შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა - განცხადება
"მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები" - ომბუდსმენი
ფიზიკურად ესხმიან თავს "იმედის" ჟურნალისტებს - ტელეკომპანია "იმედის" განცხადება

შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანების ბრძოლაა და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს

11.25.2022 | 22:40 ნახვები: 214

რასაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც იყო საქართველოში მათი მმართველობის დროს და რაც უნდათ მათ რომ იყოს საქართველოში, თუკი ისინი დაიბრუნებენ ძალაუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები არის არაფორმალური გავლენები, ფული და ა.შ, რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიულ პროცესთან.

„საერთო ჯამში პრობლემა არ არის ხელმძღვანელობაში, პრობლემა არის იმ პრინციპებზე, რომელზეც დგას ეს პარტია. ეს არის არაფორმალური გავლენის, ძალადობის და ყველა მანკიერი პრინციპების გამოვლენა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ცხრა წლის განმავლობში აკვირდებოდა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და რომელსაც ჩვენი მოსახლეობა აკვირდება 10 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში, რომელიც დაცლილია პატრიოტიზმისგან, დაცლილია ადამიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულებისგან, რომელიც გულისხმობს თანამედოვე გაგებას ადამიანის მიმართ ღირსეული დამოკიდებულებისა. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ვერ გადაწყდება ხელმძღვანელობის ცვლილებით, ეს არის პროცესი თვითრეფლექციის, რომელიც უნდა გაიაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული ჩვენი ხალხის წინაშე რაც მათ მიუძღვით, რატომ არის, რომ ქართველი ხალხი მათ კატეგორიულ უარს ეუბნება წლებია, რომ მისცენ მინიმალური ძალაუფლებაც კი. როცა ამას გააცნობიერებენ, შესაძლებელია, რაიმე სიკეთე დადგეს ამ ყველაფრისგან სხვა მხრივ, ეს არის შიდაპარტიული გადანაცვლება, კლანების ბრძოლა პარტიაში და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა