Russia fully responsible for risks at ZNPP it is causing – EU at UN Security Council
Speaker Johnson unveils separate U.S. aid plans for Ukraine, Israel and Taiwan
Russia fraudulently recruits foreigners for war against Ukraine - British intelligence
Israeli air base attacked by Iran suffers only minor damage - IDF spox
Russia has changed tactics of attacks on Ukraine's power grid - CNN
Russia will try to intensify assault and offensive actions - Zelensky
პარლამენტთან ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 12:00 საათიდან განახლდება
პარლამენტში მუშაობის საშუალება დღეს მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებს ექნებთ

მამუკა ხაზარაძე:საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად

11.25.2022 | 17:36 ნახვები: 252

"ეს იქნება ადგილი სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებად - ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს",-ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაშ განაცხადა.

 

"დაახლოებით 5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვლპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით.

ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, დარწმუნებული ვარ ეს ესე მოხდება, სადაც, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების. იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.

ეს იქნება ადგილი სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებად - ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. იმიტომ, რომ პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ და ეს მისია და ეს ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის გარეშე, ანუ საქართველო მაქვს მხედველობაში - არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს",-წერს ხაზარაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა