General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives
ჯო ბაიდენი- მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავის ტირანებისგან

ხატია დეკანოიძე - მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია

11.25.2022 | 17:30 ნახვები: 319

მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაც, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქალების კვლა უმძიმესი დანაშაულია და ამ საკითხზე ხმა სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ.

“ვიდრე მხოლოდ ქალები ვსაუბრობთ ამ თემაზე, ეს დარჩება იმ სტატისტიკურ და ერთი დღით შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც გავიგებთ გამხეცებული კაცების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს. ამიტომ ამაზე უნდა ისაუბროს ყველამ. ეს უნდა იყოს ყველას პრობლემა და ეს უნდა იყოს კაცების პრობლემა. მინდა მივმართო კაცებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომ ქალების კვლა არის უმძიმეს დანაშაული, რომელზეც სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა. მოვუწოდებ, განსაკუთრებით პოლიტიკოს კაცებს, ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა