რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ვლადიმერ პუტინი ომში მონაწილე სამხედროების დედებს - ინტერნეტში ბევრი სიცრუე ვრცელდება, არაფრის ნდობა არ შეიძლება

11.25.2022 | 17:29 ნახვები: 301

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების დედებს შეხვდა და მოუწოდა, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ.

„აშკარაა, რომ ცხოვრება უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ტელეეკრანებზე ან თუნდაც ინტერნეტში ჩანს, იქ საერთოდ ვერაფერს ენდობი, ბევრია სიყალბე და სიცრუე. ბევრი საინფორმაციო თავდასხმაა, თანამედროვე სამყაროში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებით აქტუალური და ეფექტური გახდა. ინფორმაცია ბრძოლის იარაღად იქცა", - განაცხადა პუტინმა.

მან ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

„მინდა იცოდეთ, პირადად მე და მთელი ქვეყნის ხელმძღვანელობა ვიზიარებთ ამ ტკივილს. გვესმის, ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას, განსაკუთრებით დედისთვის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ამ ტკივილს და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიწყებულად არ იგრძნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა